إعدادات العرض
დიდი ცოდვებია: ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მშობლებისადმი ურჩობა, ადამიანის მკვლელობა და ტყუილზე დაფიცება
დიდი ცოდვებია: ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მშობლებისადმი ურჩობა, ადამიანის მკვლელობა და ტყუილზე დაფიცება
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: დიდი ცოდვებია: ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მშობლებისადმი ურჩობა, ადამიანის მკვლელობა და ტყუილზე დაფიცება.
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල தமிழ் ไทย دری Кыргызча Lietuvių Kinyarwanda नेपाली Malagasy Italiano or ಕನ್ನಡ Oromoo Română Soomaali Српски Wolof Moore Українська Azərbaycan Magyarالشرح
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს დიდ ცოდვებს, რომლებიც არის ისეთი ქმედებები, რომელთათვისაც ჩამდენს აღეთქვა მკაცრი სასჯელი ამქვეყნად და საიქიოში. პირველი მათგანია "ალლაჰზე თანაზიარის დადგენა": ეს გულისხმობს რომელიმე თაყვანისცემის ფორმის მიძღვნას ალლაჰის გარდა ვინმეს ან რაიმესთვის, ასევე ვინმეს ან რაიმეს ალლაჰის მსგავსად მიჩნევას ისეთ საკითხებში, რომლებიც მხოლოდ მას ეკუთვნის, მაგალითად, მისი ღვთაებრიობის, ბატონობის, მისი სახელებისა და ატრიბუტების მხრივ. მეორე: მშობლებისადმი ურჩობა - გულისხმობს ყველაფერს, რაც ზიანს აყენებს მშობლებს, იქნება ეს სიტყვით თუ ქმედებით, და ასევე მათ მიმართ სიკეთის უგულებელყოფა. მესამე: ადამიანის მოკვლა უფლებამოსილების გარეშე, როგორიცაა მკვლელობა უსამართლოდ და მტრულად. მეოთხე: "ცრუ დაფიცება" - ეს გულისხმობს შეგნებულად ტყუილზე დაფიცებას, როდესაც ფიცის მიმცემმა იცის, რომ ცრუობს. მას ასე უწოდეს, რადგან ის „ჩააფლობს“ ადამიანს ცოდვაში ან ჯოჯოხეთის ცეცხლში.فوائد الحديث
ცრუ ფიცს არ აქვს გამოსყიდვა, მისი საშიშროებისა და ცოდვის გამო. მისი გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ მონანიებით.
ამ ჰადისში მოხსენიებულია ოთხი დიდი ცოდვა მათი უდიდესი ცოდვიანობის გამო და არა იმისთვის, რომ ყველა დიდი ცოდვა მხოლოდ მისით შემოიფარგლება.
ცოდვები იყოფა დიდ და პატარა ცოდვებად. დიდი ცოდვები არის ყველა ის ქმედება, რომელიც იწვევს ამქვეყნიურ სასჯელს, მაგალითად, შარიათის სასჯელები ან წყევლა, ან საიქიო სასჯელის დაპირებას, როგორიცაა ჯოჯოხეთში შესვლის მუქარა. დიდი ცოდვები სხვადასხვაგვარია, ზოგი მათგანი უფრო მძიმეა, ვიდრე სხვები. რაც შეეხება მცირე ცოდვებს, ესენია დანარჩენი ცოდვები, რომლებიც არ მიეკუთვნება დიდ ცოდვებს.
التصنيفات
ცოდვის დაგმობა