إعدادات العرض
ერთხელ ვიყავით ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და ის მივიდა ერთ ადგილას, სადაც ხალხი ნაგავს…
ერთხელ ვიყავით ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და ის მივიდა ერთ ადგილას, სადაც ხალხი ნაგავს ყრიდა, და მან მოშარდა ფეხზე მდგომმა
გადმოცემულია ჰუზაიფასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): "ერთხელ ვიყავით ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და ის მივიდა ერთ ადგილას, სადაც ხალხი ნაგავს ყრიდა, და მან მოშარდა ფეხზე მდგომმა, მე განზე გავდექი, მაგრამ მან მითხრა: «მომიახლოვდი». მე მივუახლოვდი და დავდექი მის ტერფებთან ახლოს. შემდეგ მან მცირე განბანვა გააკეთა და ტყავის წინდებზე სველი ხელი მოუსვა".
[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी සිංහල ئۇيغۇرچە Hausa Português Kurdî Kiswahili دری অসমীয়া ไทย Tiếng Việt አማርኛ Svenska Yorùbá Кыргызча ગુજરાતી नेपाली Oromoo Română മലയാളം Nederlands Soomaali پښتو తెలుగు Kinyarwanda ಕನ್ನಡ Malagasy Српски Moore mr Українська Čeština Magyar Македонски Lietuvių Azərbaycanالشرح
ჰუზაიფა იბნ ალ-იამანი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ის ალლაჰის მოციქულთან ერთად იყო. ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სურდა მოშარდვა, ამიტომ შევიდა ერთ ადგილზე, რომელიც ნაგვისა და სახლებიდან გამოგდებული მიწის დასაყრელად გამოიყენებოდა. მან ფეხზე მდგომმა მოშარდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩვეული პრაქტიკა იყო დაჯდომით შარდვა. ჰუზაიფა დაშორდა მას, რის შემდეგაც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა მას «მომიახლოვდი». ჰუზაიფა მივიდა მის უკან, ფეხების უკანა მხარეს, რათა ყოფილიყო მისთვის დამცავი ფარი, რომ არავის არ შეეხედა იმ მდგომრეობაში მისთვის. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბდესი შეასრულა, ხოლო ფეხების დაბანისას შემოიფარგლა ტყავის წინდებზე მოწმენდით, რომლებიც დამზადებულია თხელი ტყავის ან მსგავსი მასალისგან და ფარავს კოჭებს.فوائد الحديث
ტყავის წინდებზე მოწმენდის ნებადართულობა.
შარდის დგომით შესრულების ნებართვა იმ პირობით, რომ შარდი არ შეეხოს ადამიანს.
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აირჩია ნაგვის და დასუფთავების ადგილი, რადგან ეს ადგილები, როგორც წესი, მარტივი და უსაფრთხოა, სადაც შარდი არ ესხმევა იმას, ვინც შარდავს.
التصنيفات
წინდებზე მოწმენდა და მსგავსი