შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა შედიოდა საპირფარეშოში(შესვლის წინ) ამბობდა: «ღმერთო ჩემო, შენ…

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა შედიოდა საპირფარეშოში(შესვლის წინ) ამბობდა: «ღმერთო ჩემო, შენ შეგეფარები ქალი და კაცი ჯინებისგან /ალლაჰუმმა ინიი ა'უუზუბიქა მინალ ხუბუსი ვალ ხაბააისი

გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა შედიოდა საპირფარეშოში(შესვლის წინ) ამბობდა: «ღმერთო ჩემო, შენ შეგეფარები ქალი და კაცი ჯინებისგან /ალლაჰუმმა ინიი ა'უუზუბიქა მინალ ხუბუსი ვალ ხაბააისი».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა გადაწყვეტდა საჭირო ოთახში შესვლას დიდი თუ პატარა მოთხოვნილებისთვის, ალლაჰს მიეკედლებოდა, რომ ყოფილიყო დაცული ქალი და კაცი ჯინების ბოროტებისგან. "ხუბუსი და ხაბააისი", ასევე განმარტეს, როგორც ბოროტებად და სიბინძურედ.

فوائد الحديث

სასურველია საპირფარეშოში შესვლისას ამ ვედრების წარმოთქმა.

ყველა ქმნილებას ნებისმიერ მდგომარეობაში სჭირდება მათი ღმერთისგან დაცვა ყოველი იმისგან, რაც მათ აწუხებთ ან მათ ზიანს მიაყენებს.

التصنيفات

მოთხოვნილების შესრულების ეთიკა