მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ხსნა?“ მან მიუგო: «შეიკავე შენი ენა, დარჩი სახლში და იდარდე შენს ცოდვებზე

მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ხსნა?“ მან მიუგო: «შეიკავე შენი ენა, დარჩი სახლში და იდარდე შენს ცოდვებზე

გადმოცემულია 'უყბა იბნ 'ამირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ხსნა?“ მან მიუგო: «შეიკავე შენი ენა, დარჩი სახლში და იდარდე შენს ცოდვებზე».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა]

الشرح

'უყბა იბნ 'აამირმა (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით), მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: რა არის მორწმუნის ხსნის მიზეზები ამქვეყნად და მომავალ ცხოვრებაში? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: შენ უნდა გააკეთო სამი რამ: პირველი: დაიცავი შენი ენა იმ ყველაფრისგან, რასაც სიკეთე არ მოაქვს, და მოერიდე ყოველგვარ ბოროტ სიტყვას. ილაპარაკე მხოლოდ სიკეთეზე. მეორე: დარჩი საკუთარ სახლში, რათა მარტოობაში აღავლინო ალლაჰისადმი თაყვანისცემა, დაკავდე ალლაჰისადმი მორჩილებით და მოერიდო სახლს გარეთ არსებულ გასაჭირსა და ცდუნებებს. მესამე: იტირე, მოინანიე იმ ცოდვებისთვის, რომლებიც ჩაგიდენია.

فوائد الحديث

მოციქულის საჰაბები, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, დიდ ძალისხმევას იჩენდნენ ცეცხლისგან გადარჩენის გზების გასაცნობად.

გადარჩების მიზეზების განმარტება ამქვეყნად და მომავალ ცხოვრებაში.

მოწოდება იმისა, რომ ადამიანი საკუთარ თავზე იყოს ორიენტირებული, თუ ვერ შეძლებს სხვების დახმარებას, ან თუ შიშობს, რომ ხალხთან ურთიერთობა ზიანს მიაყენებს მის რელიგიასა და თავს.

მითითება სახლის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით განსაცდელებისა და ცდუნებების დროს, რადგან ის რელიგიის დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა.

التصنيفات

საუბრის და გაჩუმების ეთიკა, მონანიება