إعدادات العرض
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სავალდებულოდ დაადგინა ფიტრის მოწყალების გაცემა, ერთი სა'…
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სავალდებულოდ დაადგინა ფიტრის მოწყალების გაცემა, ერთი სა' ოდენობის ფინიკი ან ერთი სა' ხორბალი, ყველა მუსლიმისთვის მონის თუ თავისუფალის, მამაკაცის თუ ქალისთვის, დიდის თუ პატარისთვის. და ბრძანა, რომ მისი გაცემა მოხდეს მანამ, სანამ ხალხი ფითრის დღესასწაულის ლოცვის სალოცავად წავა
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სავალდებულოდ დაადგინა ფიტრის მოწყალების გაცემა, ერთი სა' ოდენობის ფინიკი ან ერთი სა' ხორბალი, ყველა მუსლიმისთვის მონის თუ თავისუფალის, მამაკაცის თუ ქალისთვის, დიდის თუ პატარისთვის. და ბრძანა, რომ მისი გაცემა მოხდეს მანამ, სანამ ხალხი ფითრის დღესასწაულის ლოცვის სალოცავად წავა».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Hausa Português Kurdî සිංහල Kiswahili Tiếng Việt অসমীয়া ગુજરાતી Nederlands አማርኛ ไทย മലയാളം Română Magyarالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სავალდებულო გახადა ფიტრის მოწყალების გაცემა რამადანის შემდეგ, ერთი სა'-ის ოდენობით, რომლის წონაც ოთხი მუდდას ტოლია. მუდდი – ეს არის საშუალო ხელისგულებით აღებული სრული რაოდენობა ქიშმიშის, ფინიკის ან ქერის. ზაქათ ალ-ფითრი სავალდებულოა ყოველი მუსლიმისთვის: თავისუფლისა თუ მონისთვის, მამაკაცისა თუ ქალისთვის, პატარას თუ დიდისთვის. ეს ვალდებულებაა იმისთვის, ვისაც აქვს იმდენი, რომ ერთი დღის და ღამის საარსებო მინიმუმზე მეტი გააჩნია – როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მათთვის, ვინც მის მეურვეობაშია. და ბრძანა, რომ მისი გაცემა მოხდეს, სანამ ხალხი ბაირამის დღესასწაულის ლოცვის სალოცავად წავა.فوائد الحديث
ზაქათ ალ-ფითრი რამადანის მარხვიდან სავალდებულოა როგორც პატარებისთვის, ისე დიდებისთვის, როგორც თავისუფლებისთვის, ისე მონებისთვის. ამ ვალდებულებას ახორციელებს მეურვე და უფროსი, ხოლო კაცი ვალდებულია გაიღოს ზაქათ ალ-ფითრი თავის თავზე, თავის შვილებზე და მათზე, ვისი რჩენაც მას ევალება.
მუცლადმყოფი ნაყოფისთვის ფიტრის მოწყალება სავალდებულო არ არის, არამედ მოსაწონი საქციელია.
განმარტება იმისა, თუ რისი გაცემა ხდება ფიტრის მოწყალებისთვის, ის უნდა იყოს ადამიანთა ყოველდრიური რაციონიდან.
ზაქათ ალ-ფითრის გაცემა სავალდებულოა სადღესასწაულო ლოცვამდე, ხოლო ნებადართულია, რომ იგი გაიცეს იმავე დილის განმავლობაში. ასევე, დაშვებულია მისი გაცემა დღესასწაულომდე ერთი ან ორი დღით ადრე.
التصنيفات
ფიტრას ზაქათი