إعدادات العرض
კაცის ლოცვა ჯამაათში აჭარბებს მის ლოცვას თავის სახლში ან ბაზარში ოცდასამზე მეტს
კაცის ლოცვა ჯამაათში აჭარბებს მის ლოცვას თავის სახლში ან ბაზარში ოცდასამზე მეტს
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კაცის ლოცვა ჯამაათში აჭარბებს მის ლოცვას თავის სახლში ან ბაზარში ოცდასამზე მეტს. ეს იმიტომ, რომ როცა ადამიანი იღებს აბდესს და მას სრულყოფილად ასრულებს, შემდეგ მიდის მეჩეთში, მას არ ამოძრავებს სხვა რამ, გარდა ლოცვისა და ის არ ისურვებს სხვა არაფერს, გარდა ლოცვისა. თითოეულ ნაბიჯზე, რომელსაც გადადგამს, მისი საფეხური ამაღლდება(სამოთხეში) და მისი ცოდვა გაქრება, სანამ მეჩეთში შევა. ხოლო როცა მეჩეთში შევა, იგი ითვლება ლოცვაში იმ დროის განმავლობაში, სანამ ლოცვა მას აკავებს. ანგელოზები ლოცულობენ მისთვის, სანამ იმ ადგილას რჩება, სადაც ილოცა, და ამბობენ: "ღმერთო შეიწყალე იგი, ღმერთო აპატიე მას, ღმერთო მიუტევე მას", იმ პირობით, რომ არ შეაწუხოს ვინმე ან არ დაუშვას უწმინდურობა».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Hausa Kurdî Português සිංහල Svenska ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Tiếng Việt Kiswahili پښتو অসমীয়া دری Кыргызча or Malagasy नेपाली Čeština Oromoo Română Nederlands తెలుగు മലയാളം ไทย Српски Kinyarwanda ಕನ್ನಡ Lietuvių Shqip Wolof Українська Moore Magyarالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ თუ მუსლიმი ლოცულობს ჯამაათში, მისი ეს ლოცვა უკეთესია, ვიდრე მისი ლოცვა სახლში ან ბაზარში ოცდასამზე მეტი. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსნა ამის მიზეზი: როცა ადამიანი იღებს აბდესს სრულყოფილად და კარგად, შემდეგ მიდის მეჩეთში მხოლოდ ლოცვის სურვილით, ყოველი ნაბიჯით, რომელსაც იგი დგამს, მისი ხარისხი და წოდება ამაღლდება და თითოეული ნაბიჯით მისი ცოდვა იშლება. როცა ის მეჩეთში შევა და დაჯდება ლოცვის მოლოდინში, მას ეწერება ლოცვისა და მისი ჯილდოს სარგებელი მთელი ის დრო, სანამ ლოცვას ელოდება. ანგელოზები მისთვის ლოცულობენ იმ ადგილას, სადაც ილოცა, და ამბობენ: "ღმერთო აპატიე მას, ღმერთო შეიწყალე იგი, ღმერთო მიუტევე მას", იმ პირობით, თუ იგი არ დაარღვევს აბდესს ან არ ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რაც ადამიანებს ან ანგელოზებს შეაწუხებს.فوائد الحديث
ადამიანის მარტოკენა ლოცვა სახლში ან ბაზარში მიღებულია, მაგრამ იგი ცოდვას დაიმსახურებს, თუ ჯამაათის ლოცვას ტოვებს საფუძვლიანი მიზეზის გარეშე.
ჯამაათთან ერთად მეჩეთში აღვლენილი ლოცვა უფრო უმჯობესი და აღმატებულია იმ ლოცვაზე, რომელსაც ადამიანი მარტო ასრულებს, ოცდახუთჯერ, ოცდაექვსჯერ ან ოცდაშვიდჯერ.
ანგელოზთა ერთ-ერთი მოვალეობაა მორწმუნეებისთვის ლოცვა.
მეჩეთში აბდესით წასვლის სიკეთე.