ვინც მოუხსნის მორწმუნეს სირთულეს ამქვეყნიური სირთულეებიდან, ალლაჰი მას მოუხსნის სირთულეს განკითხვის დღის…

ვინც მოუხსნის მორწმუნეს სირთულეს ამქვეყნიური სირთულეებიდან, ალლაჰი მას მოუხსნის სირთულეს განკითხვის დღის სირთულეებიდან

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მოუხსნის მორწმუნეს სირთულეს ამქვეყნიური სირთულეებიდან, ალლაჰი მას მოუხსნის სირთულეს განკითხვის დღის სირთულეებიდან, ვინც გაუადვილებს სირთულეში მყოფს, ალლაჰი გაუადვილებს მას ამქვეყნად და იმქვეყნად, ვინც დაფარავს მუსლიმს ალლაჰი დაფარავს მას ამქვეყნად და იმქვეყნად, ალლაჰი დაეხმარება თავის მსახურს, სანამ ეს მსახური თავის ძმას ეხმარება, ვინც დაადგება გზას ცოდნის მისაღებად, ალლაჰი მას ამით გაუადვილებს გზას სამოთხისკენ, როდესაც შეიკრიბება საზოგადოება რომელიმე სახლში ალლაჰის სახლებიდან, კითხულობენ ალლაჰის წიგნს და ასწავლიან ერთი მეორეს, მათზე გარდმოევლინება სიმშვიდე, მათ გარემოიცავს წყალობა, გარს შემოეხვევიან ანგელოზები, და ალლაჰი მათ ახსენებს მასთან მყოფებთან, ვისაც მისი საქმენი შეაყოვნებს, მას წინ ვერ წასწევს მისი წარმომავლობა».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ მორწმუნეს საფასური ღმერთის წინაშე ისეთივე იქნება, როგორც მუსლიმი ეპყრობა სხვა მუსლიმებს; ვინც მოუხსნის, აღმოუფხვრის, გაუქრობს და მოუგვარებს მორწმუნეს რაიმე განსაცდელს და სირთულეს ამქვეყნიური განსაცდელებიდან, ალლაჰის მას დააჯილდოვებს და მოუხსნის განსაცდელს განკითხვის დღის განსაცდელებიდან. ვინც გაუადვილებს სირთულეში მყოფს, შეუმსუფუქებს და მოუხსნის მას სირთულეს, ალლაჰი მას შეუმსუბუქებს (მის სირთულეებს) ამქვეყნად და იმქვეყნად. ვინც დამალავს მუსლიმის შეცდომებსა და არასათანადო ქცევებს, რომლებიც გაიგო, ალლაჰი მას დაფარავს ამ სამყაროში და საიქიოში. ალლაჰი შეეწევა თავის მსახურს მანამ, სანამ ეს მსახური თავის ძმას ეხმარება ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ სიკეთეებში, დახმარება შესაძლებელია ვედრებით, ფიზიკურად, ქონებით და სხვა. ვინც გაემგზავრება რელიგიური ცოდნის მისაღებად, უზენაესი ალლაჰის კმაყოფილებისთვის; ალლაჰი მას გაუადვილებს სამოთხისკენ მიმავალ გზას. რომელიმე საზოგადოება თუ შეიკრიბება ალლაჰის სახლებიდან ერთ-ერთში, კითხულობენ ალლაჰის წიგნს და ასწავლიან ერთმანეთს, მათზე გარდმოევლინება სიმშვიდე და სიწყნარე, მათ გარს შემოევლება და მოიცავს წყალობა, შემოეხვევიან ანგელოზები, ალლაჰი მათ შეაქებს მასთან დაახლოებულებთან (ანგელოზებთან), მორწმუნეს პატივად ისიც ეყოფა, რომ ალლაჰი მას ახსენებს მაღლა ზეცაში. ვისი საქმეც არასრულყოფილი და მწირია, ვერ მიაღწევს იმ ადამიანთა ხარისხს, რომლებიც უკეთეს საქმეებს ასრულებენ. ამიტომ, ადამიანი არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ კეთილშობილურ წარმომავლობასა და წინაპრების ღირსებებს, ხოლო თვითონ საქმეებში დაუდევრობა არ უნდა გამოიჩინოს.

فوائد الحديث

იბნ დაყიყ ალ-'იიდმა თქვა:«ეს დიდებული ჰადისია, ის აერთიანებს ეთიკას, წესებს და მეცნიერებებს, მასში არის მუსლიმთა საჭიროებების მოგვარების სიძვირფასე, მათთვის სარგებლობის მოტანა, რითიც შესაძლებელია: ცოდნით, ფულით, დახმარებით, სიკეთეზე მითითებით, რჩევა-დარიგებით და სხვა მსგავსი».

წახალისება სირთულეში მყოფ ადამიანის მდგომარეობის შემსუბუქებაზე.

მორწმუნე მუსლიმის დახმარებისკენ მოწოდება, უზენაესი ალლაჰი დაეხმარება მას, ვინც ეხმარება თავის მორწმუნე ძმას.

მუსლიმის ნაკლოვანების დაფარვაა: მისი საიდუმლოებების არ გამოჩხრეკა. ზოგიერთი სალაფისგან არის გადმოცემული, რომ მან თქვა: მე ვნახე ხალხი, რომლებსაც არავითარი ნაკლოვანება არ ჰქონდათ, მაგრამ ისინი საუბრობდნენ ხალხის ნაკლოვანებაზე, ხალხმა კი მათ ნაკლოვანებაზე დაიწყეს საუბარი. ასევე მე ვნახე ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ ნაკლოვანებები, მაგრამ თავს იკავებდნენ ხალხის ნაკლოვანებებისგან საუბარზე, და მათი ნაკლოვანები მივიწყებულ იქნა.

ადამიანთა დაფარვა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დავტოვოთ დაგმობილი ქმედება უცვლელად და არ ვეცადოთ მის გამოსწორება. არა, დაგმობილი ქმედება უნდა შეიცვალოს, თუმცა, ამავდროულად, მისი ჩამდენი უნდა დაიფაროს. ეს ეხება იმ ადამიანს, რომელიც არ არის ცნობილი როგორც ცოდვილი და რომელსაც არ აქვს დამკვიდრებული ცუდი რეპუტაცია, როგორც მუდმივ ცოდვილს. რაც შეეხება იმას, ვინც ცნობილია თავისი ცოდვებითა და უწესობით, მისი დაფარვა სასურველად არ მიიჩნევა. პირიქით, მისი ქმედებების შესახებ უნდა ეცნობოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ ამით რაიმე ბოროტი შედეგი არ მოჰყვება. რადგან ასეთი ადამიანის დაფარვა მხოლოდ ხელს უწყობს მის გაბედულებას ცოდვებში, ალლაჰის მონების ჩაგვრაში და აძლიერებს ცოდვილთა შეუპოვრობასა და ცუდ ქცევებს.

წახალისება ცოდნის მიღებაზე, ყურანის კითხვაზე და სწავლებაზე.

ან-ნავავიმ თქვა: «ამ ჰადისში არის არგუმენტი მეჩეთში შეკრებაზე და ჯგუფურად ყურანის კითხვის მადლიანობაზე... ასევე მეჩეთებს უერთდება ამ საერთო მადლის მოპოვებაში ყურანის სკოლები, სამხედრო საგუშაგოები და მათი მსგავსი ადგილები, უზენაესი ალლაჰის ნებით».

ალლაჰმა მადლი ქმედებებზე დააადგინა და არა (ადამიანების) წარმომავლობაზე.

التصنيفات

ცოდნის სიკეთე