ჭეშმარიტად, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზურგი აქცია იმას, ვინც ხმამაღლა მოთქვამს, თავს…

ჭეშმარიტად, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზურგი აქცია იმას, ვინც ხმამაღლა მოთქვამს, თავს იპარსავს და საკუთარ სამოსს იგლეჯს

გადმოცემულია აბუ ბურდა იბნ აბუ მუსასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «აბუ მუსა ძალიან ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა და გული წაუვიდა. მას ამ დროს თავის ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთი ქალის კალთაში ჰქონდა თავი, და მან ვერ შეძლო მისთვის (ამ ქალისთვის) რაიმე პასუხი გაეცა, როდესაც გონს მოვიდა თქვა: მე განვუდექი იმას, ვისაც განუდგა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ჭეშმარიტად, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზურგი აქცია იმას, ვინც ხმამაღლა მოთქვამს, თავს იპარსავს და საკუთარ სამოსს იგლეჯს».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

აბუ ბურდა მოგვითხრობს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ აბუ მუსა ალ-აშ'არი (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) ძალიან ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა და გონება დაკარგა, ამ დროს მას ოჯახიდან ერთ-ერთი ქალის კალთაში ჰქონდა თავი, ქალმა იკივლა და მოთქმა დაიწყო, აბუ მუსამ კი ვერაფერი უპასუხა მას გულის წასვლის გამო. გონს მოსვლის შემდეგ, მან თქვა, რომ განუდგა იმას, რისგანაც განუდგა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ხოლო ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განუდგა შემდეგ ადამიანებს: ხმამაღლა მომთქმელს: ქალი, რომელიც რაიმე უბედურების ჟამს ხმამაღლა იწყებს მოთქმას. თმების მპარსავს: ქალი, რომელიც რაიმე უბედურების ჟამს თმებს იპარსავს ან იჭრის. ტანსაცმლის შემომხევს: ქალი, რომელიც რაიმე უბედურების ჟამს ტანსაცმელს იხევს. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უმეცართა პერიოდის ჩვევებია, პირიქით უბედურების ჟამს უნდა მოხდეს მოთმინების გამოჩენა და ამ უბედურებისგან მადლის მოლოდინი ალლაჰისგან.

فوائد الحديث

აკრძალულია ტანსაცმლის შემოხევა, თმების შეჭრა და ხმამაღლა მოთქმა უბედურების ჟამს. ეს ყველაფერი დიდი ცოდვებიდანაა.

დარდი და ტირილი ხმის აწევის და მოთქმის გარეშე არ არის აკრძალული, ეს მოთმინების გამომრიცხავი არ არის ალლაჰის ბედისწერის დროს, არამედ ეს არის წყალობა.

ალლაჰის მიერ გამოგზავნილ მტკივნეულ ბედისწერაზე სიბრაზის გამოხატვა სიტყვებით ან ქმედებებით არის აკრძალული.

უბედურების ჟამს მოთმინების გამოჩენა აუცილებელია.

التصنيفات

ბედისწერასთან დაკავშირებული საკითხები, სიკვდილი და მისი განჩინება