إعدادات العرض
ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ადგილები მეჩეთებია, ხოლო ყველაზე უფრო საძულველი ადგილები – ბაზრები
ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ადგილები მეჩეთებია, ხოლო ყველაზე უფრო საძულველი ადგილები – ბაზრები
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ადგილები მეჩეთებია, ხოლო ყველაზე უფრო საძულველი ადგილები – ბაზრები».
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Hausa Kurdî Tiếng Việt Magyar Kiswahili සිංහල Română অসমীয়া ไทยالشرح
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვადა მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ადგილები მეჩეთებია, რადგან ისინი მორჩილების სახლებია და დაფუძნებულია ღვთისმოსაობაზე. ხოლო ალლაჰისთვის ყველაზე საძულველი ადგილები ბაზრებია, რადგან ისინი ხშირად ცბიერების, მოტყუების, პროცენტის, ცრუ ფიცების, დაპირებების დარღვევის და ალლაჰის ხსენებისგან მოშორების ადგილებია.فوائد الحديث
მეჩეთების პატივისცემა და მათი განსაკუთრებული ადგილი, რადგან ისინი ალლაჰის ხშირი ხსენების ადგილებია.
მოწოდება მეჩეთებთან დაკავშირებულობისა და მათი ხშირი სტუმრობისკენ ალლაჰის სიყვარულისა და კეთილგანწყობის ძიების მიზნით. ასევე, ბაზრებში სიარულის შემცირებისკენ, გარდა აუცილებლობისა, რათა თავი ავარიდოთ ალლაჰის გულისწყრომის მიზეზებს.
იმამ ან-ნავავი ამბობს: «მეჩეთები წყალობის გარდამოსვლის ადგილებია, ხოლო ბაზრები – მათი საწინააღმდეგო».