რომ, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სირთულის ჟამს ამბობდა: «ლა ილაჰა ილლა ალლაჰ ალ'აზიმ ალ'ჰალიმ,…

რომ, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სირთულის ჟამს ამბობდა: «ლა ილაჰა ილლა ალლაჰ ალ'აზიმ ალ'ჰალიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბუ ალ'არში ალ'აზიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბბუ ას'სამავაათი ვა რაბბულ არდი ვა რაბულ 'არშილ ქარიიმ'». (არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა დიდებულისა, შემწყნარებლისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, დიდებული 'არშის (ტახტის) ღმერთისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ცათა ღმერთისა, მიწის ღმერთისა და დიადი 'არშის (ტახტის) ღმერთისა

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): რომ, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სირთულის ჟამს ამბობდა: «ლა ილაჰა ილლა ალლაჰ ალ'აზიმ ალ'ჰალიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბუ ალ'არში ალ'აზიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბბუ ას'სამავაათი ვა რაბბულ არდი ვა რაბულ 'არშილ ქარიიმ'». (არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა დიდებულისა, შემწყნარებლისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, დიდებული 'არშის (ტახტის) ღმერთისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ცათა ღმერთისა, მიწის ღმერთისა და დიადი 'არშის (ტახტის) ღმერთისა».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

როდესაც სირთულე მწვავდებოდა და ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სევდა შემოაწვებოდა ამბობდა: «არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა», არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა, «დიდებულისა», თავის არსში, თვისებებში და ქმედებებში. «შემწყნარებლისა», რომელიც არ ჩქარობს ცოდვილის დასჯას, არამედ უვადებს მას, შეიძლება მიუტევოს მას მიუხედავად იმისა, რომ მისი დასჯა შეუძლია, და იგია ყოვლისშემძლე, ყოვლადუნაკლო, მას ყველაფერზე ძალა შესწევს. «რ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰის, დიდებული არშის ღმერთისა», დიდებული არშის გამჩენი, «არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ცათა ღმერთისა, და მიწის ღმერთისა», გამჩენი ცების, მიწის და რაც მათ შორისაა, ყველაფრის მეუფე და გამომსწორებელი, და თავის გაჩენილში მოქმედი იმის, რაც სურს და როგორც სურს, «და დიადი არშის ღმერთისა», დიდებული არშის გამჩენი.

فوائد الحديث

სირთულეების და განსაცდელის ჟამს აუცილებელია ალლაჰზე მიმართვა ვედრებით.

განსაცდელის ჟამს სასურველია ამ ვედრების წარმოთქმა.

მოწყალის 'არში არის, რომელზეც ამაღლდა უზენაესი და ძლევამოსილი, ის (არში) არის ყველა ქმნილების მაღლა, მათ შორის ყველაზე დიდი და დიდებული, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ის დაახასიათა როგორც დიდებული და დიადი.

ცების და მიწის გაჩენა გამორჩეულად იქნა ნახსენები, რადგან ისინი თვალით დასანახი ყველაზე დიდი ქმნილებებია.

ალ-ტიბიმ თქვა: «ეს დიდება იწყება მბრძანებლობის ხსენებით, რათა ეს შეესაბამებოდეს გასაჭირისგან ხსნას, რადგან მბრძანებლობა სწორედ ამას გულისხმობს. ამ ვედრებაში არის ალლაჰის ერთობის მოწმობა, რომელიც ამტკიცებს თავჰიდს, რაც ღვთაებრივი სრულყოფილების და სიდიადის საფუძველია. ეს მიანიშნებს სრულ ძალაუფლებაზე, ხოლო ჰილმი (შეკავება, სიმშვიდე) მიანიშნებს ცოდნაზე, რადგან წარმოუდგენელია, რომ უმეცარი იყოს მომთმენი ან დიდსულოვანი. ეს თვისებები კი ყველა კეთილშობილური მახასიათებლის საფუძველია».

التصنيفات

ვედრებები, რომელიც წარმოითქმება უბედურების დროს