ვინც არ უნდა მომესალმოს (ჩემი გარდაცვალების შემდეგ), ალლაჰი აუცილებლად დააბრუნებს ჩემს სულს, რათა მე მისალმებაზე…

ვინც არ უნდა მომესალმოს (ჩემი გარდაცვალების შემდეგ), ალლაჰი აუცილებლად დააბრუნებს ჩემს სულს, რათა მე მისალმებაზე პასუხი გავცე მას

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც არ უნდა მომესალმოს (ჩემი გარდაცვალების შემდეგ), ალლაჰი აუცილებლად დააბრუნებს ჩემს სულს, რათა მე მისალმებაზე პასუხი გავცე მას».

[მისი გადმოცემა კარგია] [გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა]

الشرح

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ მისი სული იქნება დაბრუნებული, რათა მან უპასუხოს თითოეული ადამიანის მისალმებას, იქნება ეს ახლობელი თუ შორეული. ცხოვრება ბარზახში (საშუალო სამყაროში) და საფლავებში არის დაფარული საკითხი (ღაიბი), რომლის ჭეშმარიტი ბუნება მხოლოდ ალლაჰმა იცის, რადგან მხოლოდ მას აქვს ძალაუფლება ყველაფერზე.

فوائد الحديث

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართ ხშირი ვედრების და სალავათის აღვლენის წახალისება.

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხოვრება მის საფლავში ბარზახის სამყაროში არის ადამიანის ცხოვრების ყველაზე სრული და სრულყოფილი ფორმა. მისი ჭეშმარიტი ბუნება მხოლოდ ყოვლისშემძლე ალლაჰმა იცის.

ეს ჰადისი არ წარმოადგენს მტკიცებულებას მათთვის, ვინც ამტკიცებს, რომ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხოვრება მის საფლავში მსგავსია ჩვენი მიწიერი ცხოვრების, რათა მრავალღმერთიანობის მხარდამჭერებმა ის არ გამოიყენონ მასთან დახმარების სათხოვნელად. სინამდვილეში, ეს არის ბარზახის ცხოვრება, რომელიც განსხვავდება მიწიერი ცხოვრებისგან.

التصنيفات

წინასწარმეტყველური მახასიათებლები