إعدادات العرض
ვინც მუეძინის გაგონებისას იტყვის: ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, ის ერთია და მას არ ჰყავს…
ვინც მუეძინის გაგონებისას იტყვის: ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, ის ერთია და მას არ ჰყავს თანაზიარი. ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და მოციქულია. კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ჩემი ღმერთით, მუჰამედით, როგორც მოციქულით, და ისლამით, როგორც რელიგიით, ეპატიება მას ცოდვები». /აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ვა ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ, რადიითუ ბი-ლლაჰი რაბბან ვა ბი-მუჰამმადუნ რასუულან, ვა ბილ-ისლაამი დიინან/
გადმოცემულია სა'დ ბინ აბი ვაყყაასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მუეძინის გაგონებისას იტყვის: ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, ის ერთია და მას არ ჰყავს თანაზიარი. ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და მოციქულია. კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ჩემი ღმერთით, მუჰამედით, როგორც მოციქულით, და ისლამით, როგორც რელიგიით, ეპატიება მას ცოდვები». /აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ვა ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ, რადიითუ ბი-ლლაჰი რაბბან ვა ბი-მუჰამმადუნ რასუულან, ვა ბილ-ისლაამი დიინან/
[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]
الترجمة
العربية Bosanski English فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी Español Hausa Kurdî Português සිංහල Svenska ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە Tiếng Việt Kiswahili پښتو অসমীয়া دری Кыргызча or Malagasy Čeština नेपाली Oromoo Română Nederlands Soomaali తెలుగు ไทย മലയാളം Српски Kinyarwanda ಕನ್ನಡ Lietuvių Wolof Magyarالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ ვინც მუეძინის აზანის მოსმენისას იტყვის: "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა ", რაც ნიშნავს: ვამოწმებ, ვაღიარებ, ვადასტურებ და ვაუწყებ, რომ არ არსებობს ღვთაება, რომელიც ღვთისმსახურების ღირსია, ალლაჰის გარდა. ხოლო ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა თაყვანს სცემენ, არის ტყუილი და ცრუ ღვთაება. "და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და მოციქულია.". ანუ: ის არის ალლაჰის მონა, მას არ ეთაყვანებიან, ის მოციქულია და არ იტყუება. "კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ღმერთით", ანუ: ალლაჰის უფლობით, ღვთაებრიობით, სახელებითა და თვისებებით. "და მუჰამმადით, როგორც მოციქულით", ანუ: ყველაფრით, რითაც ის მოვიდა და რაც მოიტანა ჩვენამდე. "და ისლამით", ანუ: მისი ისლამის ყველა ნორმებით, ბრძანებებითა და აკრძალვებით. "რელიგით", ანუ: რწმენითა და მორჩილებით. "ეპატია მას ცოდვები", ანუ: პატარა ცოდვები.فوائد الحديث
ამ ვედრების განმეორება აზანის მოსმენისას ცოდვების მპატიებელია.
التصنيفات
აზანი და იყაამა