إعدادات العرض
ალლაჰის შუმავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ორ საქმეს შორის არჩევანის გაკეთება უწევდა, ის ყოველთვის…
ალლაჰის შუმავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ორ საქმეს შორის არჩევანის გაკეთება უწევდა, ის ყოველთვის მათგან იოლს ირჩევდა, თუ ეს საქმე ცოდვა არ იქნებოდა, და თუ ის საქმე ცოდვა იყო ყველაზე შორს იდგა მისგან
გადმოცემულია მორწმუნეთა დედის აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ალლაჰის შუმავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ორ საქმეს შორის არჩევანის გაკეთება უწევდა, ის ყოველთვის მათგან იოლს ირჩევდა, თუ ეს საქმე ცოდვა არ იქნებოდა, და თუ ის საქმე ცოდვა იყო ყველაზე შორს იდგა მისგან, ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი პიროვნების წინაშე დარღვეული უფლების გამო შურს არასდროს იძიებდა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ალლაჰის აკრძალული ირღვეოდა, ასეთ დროს ალლაჰის გამო იძიებდა შურს».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Português සිංහල Русский Kiswahili অসমীয়া Tiếng Việt ગુજરાતી Nederlands አማርኛ മലയാളം Română ไทย Magyarالشرح
მორწმუნეთა დედა აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მოგვითხრო შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზოგიერთ ზნეობრივ ნორმებზე, და ერთ-ერთი რაც მან ახსენა იყო: რომ როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ საქმეს შორის არჩევანს აკეთებდა, ის ყოველთვის მათ შორის ადვილს ირჩევდა მანამ, სამან ეს ადვილი საქმე ცოდვისკენ არ იყო წამყვანი, და თუ ეს არჩეული საქმე ცოდვას გამოიწვევდა, მაშინ ის ყველაზე შორს იყო ამ საქმიდან და ამ დროს ირჩევდა უფრო რთულს. ხოლო რაც შეეხება ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შურისძიებას საკუთარი პიროვნების მიმართ ჩადენილი დარღვევების გამო, ის არასდროს იძიებდა შურს, არამედ პატიობდა მის წინაშე დარღვეულ უფლებებს. გარდა მაშინ, როდესაც ალლაჰის აკრძალვები ირღვეოდა, მაშინ ის ითხოვდა პასუხს ალლაჰის გულისთვის. და ის ალლაჰის გულისთვის ყველაზე მეტად ბრაზდებოდა.فوائد الحديث
სასურველობა იმ საქმის არჩევისა, რომელიც ყველაზე მარტივია, იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეიცავს ალლაჰის ურჩობას.
ისლამის სიადვილე.
შარიათის მიერ დაშვებული გაბრაზება უზენაესი ალლაჰის გულისთვის.
ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) სიბრძნე, მოთმინება, ჭეშმარიტებით მოქმედება და უზენაესი ალლაჰის დადგენილი საზღვრების დაცვა.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «ჰადისში ვხედავთ რთულის დატოვებას უფრო მარტივის სასარგებლოდ და იმაზე დაჟინებულობის თავიდან აცილებას, რაც აუცილებლობასთან არ არის დაკავშირებული».
მოწოდება მიტევებისკენ, გარდა უზენაესი ალლაჰის უფლელების დარღვევისას.