إعدادات العرض
ჭეშმარიტად ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში
ჭეშმარიტად ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში
გადმოცემულია შადდად იბნ აუსისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში მოწყალება გამოიჩინოთ, ამიტომ თუ მოგიწევთ ვინმეს მოკვლა, აირჩიეთ მოწყალე (უმტკივნეულო) მეთოდი. ხოლო თუ ცხოველს დაკლავთ, გამოიჩინეთ მოწყალება დაკვლის დროსაც. თითოეულმა თქვენგანმა კარგად უნდა გალესოს თავისი დანა, რათა ცხოველს ტანჯვა არ მოეწიოს».
الترجمة
العربية Español አማርኛ English اردو Indonesia বাংলা Français Türkçe Русский Bosanski සිංහල हिन्दी 中文 فارسی Tiếng Việt Tagalog Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ ไทย Deutsch پښتو অসমীয়া Shqip Nederlands ગુજરાતી Кыргызча नेपाली Lietuvių دری Српски тоҷикӣ Kinyarwanda Română Magyar Čeština Moore Malagasy Oromoo ಕನ್ನಡ Wolof Azərbaycan O‘zbek Українська Македонски ភាសាខ្មែរ Bambara ਪੰਜਾਬੀ मराठी Kirundi Kurmancî Bahasa Melayuالشرح
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს, რომ უზენაესმა ალლაჰმა დაგვავალა გამოვავლინოთ მოწყალება (გულკეთილობა) ყველა საქმეში. მოწყალება - ეს არის ალლაჰის არსებობაზე მუდმივი ფიქრი(და რომ ის გითვალთვალებს), რომელიც გამოიხატება მის თაყვანისცემაში, სიკეთის კეთებაში და ალლაჰის ქმნილებების დაცვაში ბოროტებისგან. ეს ასევე მოიცავს მოწყალების გამოჩენას მკვლელობის და ცხოველის დაკვლის დროს. მოწყალება, რომელიც გამოირჩევა სიკვდილით დასჯის დროს, ეს შეიძლება იყოს ყველაზე მოკლე, სწრაფი და იოლი გზის არჩევა, რომელიც ნაკლებად მტკივნეული იქნება ადამიანისთვის. როდესაც ცხოველი იკვლება მსხვერპლშეწირვისას, მოწყალების გამოხატვა გულისხმობს ბასრი იარაღის გამოყენებას დაკვლისთვის, რაც ცხოველისადმი გულმოწყალების გამოხატულებაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა არ გალესოს დანა ცხოველის თვალწინ და არ დაკლას ცხოველი სხვა ცხოველების თანდასწრებით.فوائد الحديث
უზენაესი და ყოვლისშემძლე ალლაჰის მოწყალება და სიკეთე მისი ქმნილებების მიმართ.
სიკვდილით დასჯისა და ცხოველის დაკვლისას მოწყალების გამოჩენა გულისხმობს ამ ქმედების შესრულებას შარიათის ნორმების დაცვით.
შარიათის სრულყოფილება და მისი ყოვლისმომცველობა, რომელიც მოიცავს ყოველგვარ სიკეთეს, მათ შორის კეთილგანწყობას ცხოველების მიმართ და ზრუნვას მათზე.
აკრძალულია ადამიანის დასახიჩრება (ან მისი სხეულის ნაწილებად დაშლა) მისი მოკვლის შემდეგ.
ყოველივეს აკრძალვა, რამაც შეიძლება ტანჯვა მიაყენოს ცხოველს.
