როცა სამოთხის ბინადრები სამოთხეში შევლენ, ალლაჰი, წმინდა და უზენაესი, იტყვის: "გნებავთ, რომ რამე შეგმატოთ

როცა სამოთხის ბინადრები სამოთხეში შევლენ, ალლაჰი, წმინდა და უზენაესი, იტყვის: "გნებავთ, რომ რამე შეგმატოთ

გადმოცემულია სუჰაიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა სამოთხის ბინადრები სამოთხეში შევლენ, ალლაჰი, წმინდა და უზენაესი, იტყვის: "გნებავთ, რომ რამე შეგმატოთ?" ისინი უპასუხებენ: "განა შენ არ გაგვინათლე სახეები? განა შენ არ შეგვიყვანე სამოთხეში და არ გვიხსენ ჯოჯოხეთის ცეცხლისგან?" მაშინ ალლაჰი მოიხსნის ფარდას, და მათთვის არაფერი იქნება უფრო საყვარელი, ვიდრე მათი მბრძანებლის ხილვა, დიადი და ყოვლისშემძლესი».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ როდესაც სამოთხის ბინადრები სამოთხეში შევლენ, ალლაჰი, წმინდა და უზენაესი, მათ ეტყვის: გინდათ რამე დაგიმატოთ? სამოთხის მკვიდრნი იტყვიან: ნუთუ არ გაგვინათე სახეები? შეგვიყვანე სამოთხეში და გადაგვარჩინე ცეცხლისგან? მაშინ ალლაჰი მოიშორებს ფარდას და აწევს მას, ხოლო მისი ფარდა არის სინათლე. და მათთვის არაფერი იქნება უფრო საყვარელი, ვიდრე მათი მბრძანებლის, დიადისა და ყოვლისშემძლეს ხილვის შესაძლებლობა.

فوائد الحديث

სამოთხის ბინადრებისთვის ფარდის მოხსნა მათ საშუალებას მისცემს იხილონ თავიანთი მბრძანებელი. რაც შეეხება ურწმუნოებს, ისინი ამ მადლისგან მოკლებულნი იქნებიან.

სამოთხის უდიდესი ნეტარება მორწმუნეთათვის არის მათი მბრძანებლის ხილვის შესაძლებლობა.

სამოთხის ყველა ბინადარი, მათი მდგომარეობისა და საფეხურის მიუხედავად, შეძლებს იხილოს თავისი მბრძანებელი, დიადი და უზენაესი.

ალლაჰის წყალობის სიდიადე მორწმუნეების მიმართ გამოვლინდება იმაში, რომ ის შეიყვანს მათ სამოთხეში.

სამოთხისკენ სწრაფვა კეთილი საქმეების შესრულებისა და ალლაჰისა და მისი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მორჩილების გზით მორწმუნის ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტია.

التصنيفات

სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერილობები