إعدادات العرض
მე ვკითხე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოულოდნელი მზერის შესახებ, და მან მიბრძანა, რომ მზერა…
მე ვკითხე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოულოდნელი მზერის შესახებ, და მან მიბრძანა, რომ მზერა ამეცილებინა
გადმოცემულია ჯარირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «მე ვკითხე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოულოდნელი მზერის შესახებ, და მან მიბრძანა, რომ მზერა ამეცილებინა».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî অসমীয়া Kiswahili አማርኛ Tiếng Việt ગુજરાતી Nederlands සිංහල پښتو ไทย नेपाली Кыргызча മലയാളം Malagasy Svenska Română తెలుగు Moore Српски Magyar Português Македонскиالشرح
ჯარირ იბნ აბდულლაჰმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), კაცის მზერის შესახებ, რომელიც მოულოდნელად ეცემა ისეთ ქალზე, რომელიც მისთვის არ არის ნებადართული და ეს ხდება უნებლიედ. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა) მას უბრძანა მას, რომ მზერა მაშინვე აეცილებინა და თავი მოებრუნებინა სხვა მხარეს. ასეთ შემთხვევაში მას ცოდვა არ ექნებოდა.فوائد الحديث
მზერის არიდებისკენ მოწოდება.
გაფრთხილება იმაზე, რომ არ შეიძლება მზერის გაგრძელება იმაზე, რაც აკრძალულია, თუნდაც ეს მზერა მოულოდნელად და უნებლიედ იყოს.
ეს ტექსტი მიგვანიშნებს იმაზე, რომ უცხო ქალებისადმი მზერის აკრძალვა საჰაბებს შორის მტკიცედ იყო დამკვიდრებული. ამის დასტურია ჯარირის შეკითხვა მოციქულზე, თუ რა უნდა გააკეთოს, როცა მისი მზერა უნებლიეთ ქალს მოხვდება. მისი შეკითხვა იმაზე მიუთითებდა, განსხვავდება თუ არა ეს შემთხვევა იმ ადამიანის მდგომარეობისგან, ვინც მიზანმიმართულად უყურებს ქალს.
ამ ტექსტში ჩანს შარიათის ყურადღება მორწმუნეთა კეთილდღეობის მიმართ. მან აკრძალა ქალებისადმი მზერა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ამქვეყნიური, ისე საიქიო საზიანო შედეგები.
საჰაბები მიმართავდნენ მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათთვის გაუგებარი საკითხების გასარკვევად. ანალოგიურად, ჩვეულებრივმა ხალხმა უნდა მიმართოს სწავლულებს და ჰკითხოს მათ იმ საკითხებზე რელიგიაში, რაც მათთვის გაუგებარია.
التصنيفات
სულების გაწმენდა