ვინც ზუჰრის ლოცვამდე ოთხ რაქათს და ზუჰრის ლოცვის შემდეგ კიდევ ოთხ რაქათს დაიცავს, ალლაჰი მას ჯოჯოხეთის ცეცხლს…

ვინც ზუჰრის ლოცვამდე ოთხ რაქათს და ზუჰრის ლოცვის შემდეგ კიდევ ოთხ რაქათს დაიცავს, ალლაჰი მას ჯოჯოხეთის ცეცხლს აუკრძალავს

გადმოცემულია უმმ ჰაბიბასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შუამავლის მეუღლისგან, რომელმაც თქვა: მოვისმინე, თუ როგორ ამბობდა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ვინც ზუჰრის ლოცვამდე ოთხ რაქათს და ზუჰრის ლოცვის შემდეგ კიდევ ოთხ რაქათს დაიცავს, ალლაჰი მას ჯოჯოხეთის ცეცხლს აუკრძალავს».

[სანდო (საჰიჰ)]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახარა იმ ადამიანს, ვინც ზუჰრის (შუადღის) ლოცვამდე ოთხი რაქათის და ზუჰრის ლოცვის შემდეგ კიდევ ოთხი რაქათის შესრულებას მუდმივად დაიცავს, რომ ალლაჰი მას ჯოჯოხეთის ცეცხლს აუკრძალავს.

فوائد الحديث

სასურველია ზუჰრის (შუადღის) ლოცვამდე ოთხი რაქათის და ზუჰრის ლოცვის შემდეგ კიდევ ოთხი რაქათის შესრულების მუდმივად დაცვა.

ფარძის წინ შესრულებულ ნებაყოფლობით ლოცვებს რამდენიმე სიბრძნე აქვს, მათ შორის: მლოცველის გულისა და გონების მომზადება თაყვანისცემისთვის ფარძის (სავალდებულო) ლოცვაში შესვლამდე, ფარძის შემდეგ შესრულებული ლოცვების სიბრძნე კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ასწორებენ და ავსებენ ფარძის ლოცვებში არსებულ შესაძლო ხარვეზებს.

ნებაყოფლობით ლოცვებს დიდი სარგებელი აქვს, მათ შორის:

კარგი საქმეების გამრავლება, ცოდვების მიტევება და მათგან განწმენდა. ასევე, საფეხურებით ამაღლება ალლაჰის წინაშე.

სუნნის მიმდევართა პრინციპი დაპირების ჰადისებთან დაკავშირებით, როგორიც ეს ჰადისი არის, შემდეგია:

ის უნდა გავიგოთ, როგორც დაპირება მათთვის, ვინც ერთღმერთიანობაზე მოკვდება. მიზანი არის, რომ ასეთი ადამიანი მარადიულად ჯოჯოხეთში არ დარჩება. ცოდვების ჩამდენი მორწმუნე (მუვაჰიდი) შესაძლოა დასჯას იმსახურებდეს, მაგრამ თუ ალლაჰი მას დასჯის კიდეც, ის ჯოჯოხეთში სამუდამოდ არ დარჩება.

التصنيفات

სუნნათები და მისი დადგენილებები