إعدادات العرض
შენთვის საკმარისი იქნებოდა, რომ ასე გაგეკეთებინა ხელებით», და მან მიწას ერთხელ დაჰკრა ორივე ხელით, შემდეგ…
შენთვის საკმარისი იქნებოდა, რომ ასე გაგეკეთებინა ხელებით», და მან მიწას ერთხელ დაჰკრა ორივე ხელით, შემდეგ მარცხენა ხელით მარჯვენა ხელი შეიწმინდა, შემდეგ კი ხელების ზედაპირი და სახე
გადმოცემულია 'ამმაარ იბნ იასირისგან, რომ მან თქვა: "ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამაგზავნა საქმეზე. გზაში მე ჯუნუბი აღმოვჩნდი და წყალი ვერ ვიპოვე. მიწაზე დავგორდი ისე, როგორც ცხოველი გორდება, შემდეგ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივედი და ეს მოვუყევი. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «შენთვის საკმარისი იქნებოდა, რომ ასე გაგეკეთებინა ხელებით», და მან მიწას ერთხელ დაჰკრა ორივე ხელით, შემდეგ მარცხენა ხელით მარჯვენა ხელი შეიწმინდა, შემდეგ კი ხელების ზედაპირი და სახე".
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt ئۇيغۇرچە Hausa Português Kurdî Kiswahili සිංහල Svenska ગુજરાતી አማርኛ Yorùbá پښتو অসমীয়া دری Кыргызча or Malagasy नेपाली Čeština Oromoo Română Nederlands Soomaali తెలుగు മലയാളം Lietuvių Српски ไทย Kinyarwanda Shqip ಕನ್ನಡ Wolof Українська Moore Magyarالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვდ მშვიდობა მას) 'ამმაარ იბნ იასირი გაგზავნა გარკვეული საქმეების შესასრულებლად. გზაში 'ამმაარი აღმოჩნდა ჯუნუბის მდგომარეობაში (რიტუალური უწმინდურობა), რაც ან სქესობრივი კავშირის შედეგად, ან ვნებისგან თესლის გამოყოფით მოხდა. მას წყალი არ აღმოაჩნდა, რათა სრული განბანვა შეესრულებინა, 'ამმაარმა არ იცოდა თაიამუმის (მშრალი განწმენდა) წესის გამოყენება ჯუნუბის მდგომარეობისთვის; მას მხოლოდ მისი გამოყენების წესი ჰქონდა ცნობილი მცირე უწმინდურობისთვის. მან იჯთიჰადს (სამართლებრივ დასკვნას) მიმართა და გადაწყვიტა, რომ როგორც მცირე უწმინდურობის შემთხვევაში მიწით სხეულის გარკვეულ ნაწილებს შეიწმენდდა, ასევე დიდი უწმინდურობის დროს საჭიროა მიწით მთლიანი სხეულის შეწმენდა, წყლით სრულ განბანვასთან ანალოგიით. ამიტომაც, იგი მიწაში ჩაწვა ისე, რომ მიწა მთელ მის სხეულზე მოხვედრილიყო, რის შემდეგაც აღასრულა ლოცვა. როდესაც 'ამმაარი მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა, მან ეს შემთხვევა უამბო, რათა გაერკვია, სწორად მოიქცა თუ არა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აუხსნა მას, როგორ უნდა განიწმინდოს მცირე უწმინდურობისგან, როგორიცაა შარდი, და დიდი უწმინდურობისგან, როგორიცაა ჯუნუბი. მან განმარტა, რომ საჭიროა ხელების ერთხელ მიწაზე დარტყმა, შემდეგ მარცხენა ხელით მარჯვენის მოწმენდა, ხელის ზურგისა და სახეზე მოსმა.فوائد الحديث
თაიამუმის შესრულებამდე წყლის ძიების ვალდებულება.
თაიამუმის შესრულების შარიათული ნებადართულობა იმ ადამიანისთვის, ვინც ჯუნუბის მდგომარეობაშია და წყალს ვერ პოულობს.
დიდი უწმინდურობისთვის თაიამუმი იგივე წესით სრულდება, როგორც მცირე უწმინდურობისთვის.
التصنيفات
მიწით გასუფთავება