ის, ვინც ალლაჰს იხსენებს და ის, ვინც ალლაჰს არ იხსენებს, ჰგავს ცოცხალსა და მიცვალებულს

ის, ვინც ალლაჰს იხსენებს და ის, ვინც ალლაჰს არ იხსენებს, ჰგავს ცოცხალსა და მიცვალებულს

აბუ მუსა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ის, ვინც ალლაჰს იხსენებს და ის, ვინც ალლაჰს არ იხსენებს, ჰგავს ცოცხალსა და მიცვალებულს», მუსლიმის გადმოცემით: «სახლი, სადაც ალლაჰს ახსენებენ, და სახლი, სადაც ალლაჰს არ ახსენებენ, ჰგავს ცოცხალსა და მიცვალებულს».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა განსხვავება მათ შორის, ვინც უზენაეს ალლაჰს იხსენებს და მათ შორის, ვინც არ იხსენებს. ეს განსხვავება ისეთივეა, როგორიც ცოცხალსა და მკვდარს შორის – მათი სარგებლიანობითა და გარეგნული სილამაზით. ვინც თავის ღმერთს იხსენებს, ჰგავს ცოცხალს, რომლის გარეგნობა სიცოცხლის ნათელითაა შემკული, ხოლო მისი შინაგანი არსი ალლაჰზე ცოდნის ნათელითაა გაბრწყინებული და ის სასარგებლოა. ხოლო ვინც ალლაჰს არ იხსენებს, ჰგავს მკვდარს, რომლის გარეგნობა ფერმკრთალია, მისი შინაგანი არსი ცარიელია და მასში არ არის არანაირი სარგებლიანობა. ასევე, სახლი ცოცხლად ითვლება, თუ მისი მცხოვრებლები ალლაჰს ახსენებენ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მკვდარ სახლად ითვლება, რადგან მისი მცხოვრებლები ალლაჰის ხსენებაში გულგრილნი არიან. როდესაც სახლის აღწერისას გამოიყენება სიტყვები „ცოცხალი“ და „მკვდარი“, რეალურად იგულისხმებიან მისი მცხოვრებლები.

فوائد الحديث

ალლაჰის ხსენების წახალისება და მისი დავიწყებისგან გაფრთხილება.

ალლაჰის ხსენება სულის სიცოცხლეა, ისევე როგორც სული არის სხეულის სიცოცხლე.

ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიდგომიდან იყო მაგალითების მოყვანა, რათა მნიშვნელობები ადამიანებისთვის გასაგები ყოფილიყო და ახლოს მიეტანა მათთან.

ან-ნავავიმ თქვა: «ამაში არის უზენაესი ალლაჰის ხსენების წახალისება სახლში, და რომ ის არ უნდა დარჩეს ალლაჰის ხსენების გარეშე».

ან-ნავავიმ თქვა: «მაში (ჰადისში) აღინიშნება ხანგრძლივი სიცოცხლის ღირსება, როდესაც ის ალლაჰის მორჩილებაში გადის, თუნდაც მიცვალებული უკეთეს მდგომარეობაში გადავიდეს, რადგან ცოცხალი განაგრძობს კეთილ საქმეებს და ამით ზრდის თავის საზღაურს».

التصنيفات

დიდებული და ყოვლისშემძლე ალლაჰის ხსენების სიკეთეები