إعدادات العرض
მე წარმედგინა სამოთხე და ჯოჯოხეთი, და არ მინახავს ისეთი არც სიკეთე და არც ბოროტება, როგორიც დღეს ვნახე, რომ…
მე წარმედგინა სამოთხე და ჯოჯოხეთი, და არ მინახავს ისეთი არც სიკეთე და არც ბოროტება, როგორიც დღეს ვნახე, რომ გცოდნოდათ ის, რაც მე ვიცი ცოტას იცინებდით და ბევრს იტირებდით
ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი მიმდევრებისგან რაღაც ამბავმა მიაღწია, მან კი მიმართა მათ და თქვა: «მე წარმედგინა სამოთხე და ჯოჯოხეთი, და არ მინახავს ისეთი არც სიკეთე და არც ბოროტება, როგორიც დღეს ვნახე, რომ გცოდნოდათ ის, რაც მე ვიცი ცოტას იცინებდით და ბევრს იტირებდით». ანასმა თქვა: ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თანმხლებთათვის ეს ყველაზე მძიმე დღე გახდა. ისინი იხურავდნენ თავებს და მათი მხრიდან ქვითინი ისმოდა. მან თქვა: უმარი წამოდგა და თქვა: ჩვენ კმაყოფილნი ვართ ალლაჰით, როგორც ჩვენი ღმერთით, ისლამით, როგორც ჩვენი რელიგიით, და მუჰამმადით, როგორც მოციქულით. მან თქვა: ამ დროს წამოდგა ერთი კაცი და თქვა: ვინ არის მამაჩემი? შუამავალმა თქვა: «მამაშენი ეს და ეს პიროვნებაა», ამაზე გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამ, თუკი განგეცხადებათ- დაგამწუხრებთ}. [ალ-მაიდა: 101].
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Kurdî Tiếng Việt Nederlands Kiswahili অসমীয়া ગુજરાતી සිංහල Magyar Hausa Românăالشرح
შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიაღწია მისი საჰაბებისგან ამბავმა, რომ ისინი მას ძალიან ბევრ შეკითხვებს უსვამდნენ, შუამავალი გაბრაზდა და მიმართა: ჩემ წინ წარმოდგენილი იქნა სამოთხე და ჯოჯოხეთი. მე არასოდეს მინახავს ისეთი უზარმაზარი სიკეთე, როგორიც დღეს სამოთხეში ვიხილე, და არასოდეს მინახავს ისეთი საშინელი ბოროტება, როგორიც დღეს ჯოჯოხეთში ვიხილე. თუკი თქვენ დაგენახათ ის, რაც მე ვიხილე, და გცოდნოდათ ის, რაც მე ვიცი — იმიდან, რაც დღეს და მანამდე მაჩვენეს — განიცდიდით დიდ შიშს, გაცილებით ნაკლებს იცინებდით და ბევრად მეტს იტირებდით. ანასმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოციქულის თანმხლებთათვის არ ყოფილა დღე იმაზე მძიმე, ვიდრე ეს. მათ თავები დაიფარეს, და მათი ცხვირებიდან ისმოდა ხმაური ძლიერი ტირილისგან გამოწვეული ქვითინისა. მაშინ უმარმა წამოდგა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და თქვა: ჩვენ კმაყოფილი ვართ ალლაჰით, როგორც ღმერთით, ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით. თქვა: წამოდგა ერთი კაცი და იკითხა: ვინ არის მამაჩემი? თქვა: მამაშენი ესა და ეს კაცია, და გარდოევლინა აიათი: {ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამ, თუკი განგეცხადებათ- დაგამწუხრებთ}. [ალ-მაიდა: 101].فوائد الحديث
ალლაჰის სასჯელისგან შიშის გამო ტირილი მოსაწონი საქციელია, ასევე ზედმეტი სიცილისგან თავის შეკავება; რადგან ეს უგულისყურობაზე და გულგრილობაზე მიუთითებს.
შეგონების გავლენა საჰაბებზე (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) და მათი ძლიერი შიში ძლევამოსილი და უზენაესი ალლაჰის სასჯელისგან.
ტირილის დროს სახის დამალვა მოსაწონი საქციელია.
ალ-ხატტაბიმ თქვა: «ეს ჰადისი ეხება იმას, ვინც სვამს შეკითხვებს ზედმეტად ან ჯიუტობის გამო, ყოველგვარი საჭიროების გარეშე. რაც შეეხება იმათ, ვინც სვამს შეკითხვებს აუცილებლობის გამო, როცა რეალურად ექმნებათ სიტუაცია, რომელიც პასუხს მოითხოვს — მათზე არც ცოდვაა და არც გაკიცხვა».
მოწოდება ალლაჰის გზაზე მტკიცედ დგომისკენ, ალლაჰის აკრძალული ცოდვებისგან შორს ყოფნისკენ, და ალლაჰის საზღვრების დაცვისკენ.
ამ ჰადისში ნებადართულია გაბრაზების გამოხატვა დარიგებისა და სწავლების დროს.
التصنيفات
სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერილობები