إعدادات العرض
ვინც ტყუილზე დაფიცებით მუსლიმი ადამიანის უფლებას მიითვისებს, ჭეშმარიტად ალლაჰმა მისთვის სავალდებულო გახადა…
ვინც ტყუილზე დაფიცებით მუსლიმი ადამიანის უფლებას მიითვისებს, ჭეშმარიტად ალლაჰმა მისთვის სავალდებულო გახადა ჯოჯოხეთი და აუკრძალა სამოთხე», ერთმა კაცმა მას ჰკითხა: ო ალლაჰის შუამავალო, ძალიან უმნიშვნელო რამეც რომ იყოს? მან თქვა: «თუნდაც იყოს პატარა ჯოხი არაქის ხიდან
აბუ უმამა იას იბნ სა'ლაბა ალ-ჰარისი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ტყუილზე დაფიცებით მუსლიმი ადამიანის უფლებას მიითვისებს, ჭეშმარიტად ალლაჰმა მისთვის სავალდებულო გახადა ჯოჯოხეთი და აუკრძალა სამოთხე», ერთმა კაცმა მას ჰკითხა: ო ალლაჰის შუამავალო, ძალიან უმნიშვნელო რამეც რომ იყოს? მან თქვა: «თუნდაც იყოს პატარა ჯოხი არაქის ხიდან».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Hausa Kurdî Português සිංහල Kiswahili অসমীয়া Tiếng Việt ગુજરાતી Nederlands አማርኛ മലയാളം Română ไทย Magyarالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ალლაჰის სახელზე ტყუილზე დაფიცებისგან და მითუმეტეს თუ იქნება ეს მუსლიმი ადამიანის უფლების მითვისებაზე, ამის სასჯელი იქნება რომ ის დაიმსახურებს ცეცხლს, და დაკარგავს სამოთხეს, და ეს არის დიდი ცოდვებიდან. ერთმა კაცმა მას ჰკითხა: ო ალლაჰის შუამავალო, დაფიცებული რომ ძალიან მცირე რამ იყოს? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) თქვა: თუნდაც იყოს ერთი სივაქის ჯოხი, რომელსაც არაქის ხიდან იღებენ.فوائد الحديث
გაფრთხილება სხვისი ქონების მითვისებისგან და მოწოდება მისი პატრონებისთვის დაბრუნებისკენ, მიუხედავად იმისა, რამდენად უმნიშვნელო რამეს წარმოადგენს იგი. და თუ მოსამართლემ შეცდომით გამოიტანა გადაწყვეტილება მითვისებლის სასარგებლოდ, ეს არ ხდის მისთვის ნებადართულს იმას, რაც მან მიითვისა.
ან-ნავავიმ თქვა: «მუსლიმთა უფლებების ხელყოფა სასტიკად არის აკრძალული, არ აქვს მნიშვნელობა უფლება დიდი იქნება თუ პატარა; შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებზე დაყრდნობით: ''თუნდაც იყოს პატარა ჯოხი არაქის ხიდან''».
ან-ნავავიმ თქვა: «ეს არის მისი სასჯელი, ვინც მიითვისებს მუსლიმის უფლებას და გარდაიცვლება მონანიების გარეშე. ხოლო ვინც მოინანია ღმერთის წინაშე და ინანა თავისი ჩადენილის გამო, დაუბრუნა მისი უფლება თავის პატრონს, ითხოვა მისგან მიტევება, და შეეცადა რომ მსგავსი რამე მეორედ აღარ ჩაედინა, ის გათავისუფლდება ცოდვისგან».
ალ-ყაადიმ თქვა: «განსაკუთრებით მუსლიმის გამოყოფა მოხდა იმიტომ, რომ ისინი არიან ამ ჰადისის ადრესატები, ასევე ზოგადად, შარიათში მუსლიმებს შორის ხდება ურთიერთობა, და ეს იმას არ ნიშნავს, რომ არა მუსლიმების მდგომარეობა განსხვავებულია, პირიქით მათი დადგენილებაც მუსლიმთა დადგენილებას ჰგავს ამ შემთხვევაში».
ან-ნავავიმ თქვა: «ტყუილი წარმოადგენს ისეთ ცნობას, რომელიც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას, იქნება ეს განზრახულად თუ უნებლიეთ, და არ აქვს მნიშვნელობა, ეხება ეს წარსულს თუ მომავალს».
التصنيفات
იძულება