إعدادات العرض
მე შენს შემდეგ ოთხი სიტყვა სამჯერ ვთქვი, რომლებსაც თუ მას აწონი და შენს მთელი დღის განმავლობაში ნათქვამს…
მე შენს შემდეგ ოთხი სიტყვა სამჯერ ვთქვი, რომლებსაც თუ მას აწონი და შენს მთელი დღის განმავლობაში ნათქვამს შევადარებთ, ისინი მას გააწონასწორებენ
გადმოცემულია მორწმუნეთა დედისგან, ჯუვაირიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთ დილას გამოვიდა მისი სახლიდან განთიადის ლოცვის შემდეგ, ხოლო მისი ცოლი იქვე დარჩა რადგან იგი მეჩეთში იყო, შემდეგ, როცა სრულად გათენდა, ის დაბრუნდა და დაინახა, რომ იგი ისევ იგივე მდგომარეობაში იჯდა, ალლაჰის შუამავალმა უთხრა: «ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაში ხარ, როგორშიც დაგტოვე?» მან უპასუხა: "დიახ, მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «მე შენს შემდეგ ოთხი სიტყვა სამჯერ ვთქვი, რომლებსაც თუ მას აწონი და შენს მთელი დღის განმავლობაში ნათქვამს შევადარებთ, ისინი მას გააწონასწორებენ: "წმინდა არის ალლაჰი, ქება-დიდება მას იმდენი, რამდენი ქმნილებაც მან შექმნა, და რამდენიც მას შეეფერება და მის ტახტრევანს, დაე, ეს ქება მისდამი იყოს იმდენი, რამდენი სიტყვაც მას აქვს"».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Tiếng Việt অসমীয়া Nederlands Kiswahili አማርኛ සිංහල ไทย ગુજરાતી Magyarالشرح
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი მეუღლის, მორწმუნეთა დედის, ჯუვაირიას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სახლიდან დილით, განთიადის ლოცვის შემდეგ გამოვიდა, ხოლო იგი ისევ თავის სალოცავ ადგილზე იჯდა, შემდეგ, როცა შუადღის წინა (დუჰა) პერიოდი მოვიდა, იგი დაბრუნდა და მისი ცოლი კვლავ იგივე ადგილზე მჯდომი დახვდა. მაშინ ჰკითხა: ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაში ხარ, როგორშიც დაგტოვე? მან უპასუხა: დიახ, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა) მას უთხრა: მე შენს შემდეგ ოთხი სიტყვა ვთქვი და სამჯერ გავიმეორე. თუ მათ სარგებელს შევადარებთ იმას, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში თქვი, ისინი იმაზე უმძიმესი იქნება სასწორზე: (სუბჰაან ალლაჰ) – ეს ნიშნავს ალლაჰის განდიდებას და მისი ყოველგვარი ნაკლისგან გათავისუფლებას, (ვა ბიჰამდიჰი) – ნიშნავს, რომ ალლაჰს ეკუთვნის ყოველი ლამაზი ქება, რადგან მხოლოდ მან გვიჩვენა ჭეშმარიტი გზისაკენ, ('ადადა ხალყიჰი) – ნიშნავს იმ რაოდენობას, რამდენი არსებაც ალლაჰმა შექმნა, რომელთა ზუსტი რიცხვი მხოლოდ უზენაეს ალლაჰს უწყის, (ვა რიდაა ნაფსიჰი) – ნიშნავს იმ რაოდენობას, რაც შეესაბამება ალლაჰის კმაყოფილებას იმ მონებზე, ვისზეც ის კმაყოფილია, და ეს კმაყოფილება შეუზღუდავია, (ვა ზინათა არშიჰი) – აღნიშნავს ალლაჰის ტახტის წონას, რომელიც ყველა შექმნილთაგან უდიდესი და უმძიმესია, (ვა მიდაადა ქალიმათიჰი) – ეს არის ალლაჰის სიტყვების მელანი, რომელიც შეუზღუდავია და არასოდეს ამოიწურება.فوائد الحديث
ამ სიტყვების სიკეთე და მათი თქმის წახალისება.
ალლაჰის ხსენება სხვადასხვაგვარია და ზოგი მათგანი უკეთესია სხვებზე.
იმამ ან-ნავავი ამბობს სიტყვა( სუბჰაან ალლაჰი ვა ბიჰამდიჰი მიდაადა ქალიმაათიჰი): «ამით მოწმდება რაოდენობის უსაზღვროობა, პირველად ნახსენებია ქმნილებების რიცხვი, რაც დიდი რაოდენობით დათვლადია, შემდეგ ხსენების დონე ალლაჰის ტახტის წონამდე ადის, და ბოლოს, სხენება იმ დონემდე მაღლდება, რაც ადამიანის აღრიცხვას აღემატება და შეუზღუდავია, როგორც ალლაჰის სიტყვების მელანი რომლის დასასრული არ არსებობს».
იბნ ალ-ყაიმმა თქვა: «როდესაც ზიქრის აღმსრულებელი ამბობს: „სუბჰაან ალლაჰი ვა ბი ჰამდიჰი.“ და ა.შ. მის გულში ჩნდება ღმერთის შეცნობა, ალლაჰის ყოველგვარი ნაკლისგან განწმენდა და მისი სიდიადის აღიარება იმ რაოდენობით, რაც ზიქრშია აღნიშნული, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც გულში ჩნდება მხოლოდ „სუბჰაან ალლაჰ“-ის თქმისას მხოლოდ».
მითითება მოკლე, მაგრამ ღრმა მნიშვნელობის მქონე სიტყვებისკენ, რომლებიც მცირე რაოდენობის სიტყვებით უზარმაზარი წყალობა და ჯილდო მოაქვთ.
التصنيفات
დილის და საღამოს ვედრებები