إعدادات العرض
დადე ხელი იმ ადგილას, რომელიც გტკივა და სამჯერ თქვი: ‘ბისმილლაჰ’ (ალლაჰის სახელით), შემდეგ კი შვიდჯერ თქვი:…
დადე ხელი იმ ადგილას, რომელიც გტკივა და სამჯერ თქვი: ‘ბისმილლაჰ’ (ალლაჰის სახელით), შემდეგ კი შვიდჯერ თქვი: ‘შევეფარები ალლაჰს და მის ძლევამოსილებას ბოროტებისგან, რასაც ვგრძნობ და რისიც მეშინია
უსმან იბნ აბი ალ-'აას ას-საყაფი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უჩივლა ტკივილზე, რომელსაც ის თავის სხეულში განიცდიდა ისლამის მიღების შემდეგ. მაშინ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა მას: «დადე ხელი იმ ადგილას, რომელიც გტკივა და სამჯერ თქვი: ‘ბისმილლაჰ’ (ალლაჰის სახელით), შემდეგ კი შვიდჯერ თქვი: ‘შევეფარები ალლაჰს და მის ძლევამოსილებას ბოროტებისგან, რასაც ვგრძნობ და რისიც მეშინია».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt සිංහල Kurdî Português Nederlands অসমীয়া Kiswahili ગુજરાતી አማርኛ پښتو ไทย Hausa Română മലയാളം Deutsch नेपाली Oromooالشرح
უსმან იბნ აბი ალ-ასს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თავს ძლიერი ტკივილი დაატყდა, რომელიც თითქმის სიკვდილამდე მიიყვანდა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოინახულა იგი და ასწავლა ლოცვა, რომელიც, ალლაჰის ნებართვით, განკურნებას მოუტანდა. მან უთხრა: „დადე ხელი იმ ადგილას, სადაც ტკივილს გრძნობ, სამჯერ თქვი: ‘ბისმილლაჰ’ (ალლაჰის სახელით), შემდეგ კი შვიდჯერ თქვი: ‘შევეფარები ალლაჰსა და მის ძალმოსილებას იმ ბოროტებისგან, რასაც ვგრძნობ’“ — ანუ იმ ტკივილისგან, რომელიც ამჟამად მაწუხებს, „და იმისგან, რისიც მეშინია“ — ანუ შესაძლო გაუარესების, შიშისა და შეშფოთების ან დაავადების გავრცელებისგან მთელ სხეულში.فوائد الحديث
საკუთარ თავზე რუყიას (გამოსაჯანმრთელებელი ლოცვების) წაკითხვა სუნნაა, როგორც ეს ჰადისშია აღნიშნული.
ჩივილი, თუ მასში არ არის უკმაყოფილება და პროტესტი, არ ეწინააღმდეგება ალლაჰზე დაყრდნობასა და მოთმინებას.
ვედრება წარმოადგენს მიზეზების გამოყენების ნაწილს, ამიტომ აუცილებელია მისი სიტყვების სიზუსტისა და გამეორებების რაოდენობის დაცვა.
ეს ვედრება გამოიყენება სხეულის ნებისმიერი ტკივილის დროს.
ხელის დადება ტკივილის ადგილას ამ ვედრების წაკითხვისას.
التصنيفات
შარიათული რუყია