إعدادات العرض
ვფიცავ იმას, ვისი ხელშიცაა ჩემი სული, მე ყველაზე ზუსტად ვიმეორებ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა…
ვფიცავ იმას, ვისი ხელშიცაა ჩემი სული, მე ყველაზე ზუსტად ვიმეორებ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას, რადგან ეს იყო მისი ლოცვა მანამ, სანამ ის არ დატოვებდა ამ სამყაროს
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): "რომ ის ყოველთვის ამბობდა "ალლაჰუ აქბარ"-ს ყოველ ნამაზში, როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფლობით ლოცვებში, როგორც რამადანში, ისე მის მიღმა. ის ამბობდა თაქბირს როცა დგებოდა, შემდეგ ისევ თაქბირს როცა მოიხრებოდა წელში. შემდეგ ამბობდა: "სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ", ხოლო ამის შემდეგ "ალლაჰუმმა რაბბანაა ლაქალ ჰამდ", შემდეგ ის ამბობდა: ალლაჰუ აქბარ-ს როცა სუჯუდში ჩადიოდა, ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა სუჯუდიდან თავს ასწევდა, შემდეგ ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა მეორე სუჯუდში ჩადიოდა, ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა მეორედ სუჯუდიდან თავს ასწევდა. როცა მეორე რაქ'ათიდან ჯდომის მდგომარეობიდან დგებოდა, კვლავ ამბობდა ალლაჰუ აქბარ. ის ამას იმეორებდა თითოეულ რაქ'ათში, სანამ ნამაზს არ დაასრულებდა. ლოცვის დასრულების შემდეგ ის ამბობდა: «ვფიცავ იმას, ვისი ხელშიცაა ჩემი სული, მე ყველაზე ზუსტად ვიმეორებ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას, რადგან ეს იყო მისი ლოცვა მანამ, სანამ ის არ დატოვებდა ამ სამყაროს».
الترجمة
العربية English မြန်မာ Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands اردو Bahasa Indonesia ئۇيغۇرچە বাংলা Türkçe සිංහල हिन्दी Tiếng Việt Hausa Kiswahili ไทย پښتو অসমীয়া دری Кыргызча Lietuvių Kinyarwanda नेपाली తెలుగు Bosanski Italiano ಕನ್ನಡ Kurdî മലയാളം Oromoo Română Soomaali Shqip Српски Українська Wolof Moore Tagalog Malagasy தமிழ் Azərbaycan فارسی 中文 Magyarالشرح
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს მოციქული მუჰამედის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვის აღწერილობის ნაწილს და ამბობს, რომ ის (მოციქული) როცა დგებოდა ნამაზზე, ამბობდა თაქბირათულ იჰრაამს (ალლაჰუ აქბარ) ლოცვის დასაწყისში, შემდეგ ალლაჰუ აქბარ როცა წელში მოიხრებოდა, შემდეგ ალლაჰუ აქბარს როცა სუჯუდში ჩადიოდა, ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა სუჯუდიდან თავს ასწევდა, შემდეგ ალლაჰუ აქბარ როცა მეორე სუჯუდში ჩადიოდა, ისევ ალლაჰუ აქბარ როცა მეორე სუჯუდიდან თავს ასწევდა, და ისევ ალლაჰუ აქბარ როცა პირველი ორი რაქ'ათის შემდეგ პირველ თაშაჰუდზე ჯდომიდან დგებოდა სამრაქ'ათიან ან ოთხრაქ'ათიან ნამაზში. ის ამას იმეორებდა ლოცვის ბოლომდე. წელში მოხრიდან ზურგში გაშლასთან ერთად კი ამბობდა: სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ, ხოლო წელში გამართულ მდგომარეობაში: რაბბანაა ლაქალ ჰამდ. ამის შემდეგ, როცა აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ნამაზს დაასრულებდა, ამბობდა: ვფიცავ იმას, ვისი ხელშიცაა ჩემი სული, მე ყველაზე ზუსტად ვიმეორებ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას, რადგან ეს იყო მისი ლოცვა მანამ, სანამ ის არ დატოვებდა ამ სამყაროს.فوائد الحديث
თაქბირის (ალლაჰუ აქბარ) წარმოთქმა ხდება ყოველი დახრისა და გასწორების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადამიანი დგება რუქუ'იდან (წელში მოხრა). ამ დროს წარმოითქმის შემდეგი სიტყვები: სამი'ა ლლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ.
საჰაბები დიდი გულმოდგინებით ცდილობდნენ, მიებაძათ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქცევებისთვის და შეენარჩუნებინათ მისი სუნნა.
التصنيفات
ლოცვის ფორმა