إعدادات العرض
არ აქვს რწმენა (იმანი) იმას, ვისაც არა აქვს სანდოობა და პატიოსნება, და არ აქვს რელიგია იმას, ვინც არ იცავს…
არ აქვს რწმენა (იმანი) იმას, ვისაც არა აქვს სანდოობა და პატიოსნება, და არ აქვს რელიგია იმას, ვინც არ იცავს შეთანხმებას!
ანას ბინ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ხუტბას ისე არ აკეთებდა, რომ არ ეთქვა: «არ აქვს რწმენა (იმანი) იმას, ვისაც არა აქვს სანდოობა და პატიოსნება, და არ აქვს რელიგია იმას, ვინც არ იცავს შეთანხმებას!»
[გადმოსცა აჰმადმა]
الترجمة
العربية Tiếng Việt Bahasa Indonesia Nederlands Kiswahili অসমীয়া English ગુજરાતી සිංහල Magyar Hausa Românăالشرح
ანას ბინ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მოგვითხრობს, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ აკეთებდა ხუტბას, რომ არ ეხსენებინა ორი რამ: პირველი: ადამიანის რწმენა ვერ იქნება სრულყოფილი, თუ მის გულში არსებობს მიდრეკილება ღალატისკენ — სხვისი ქონების, სიცოცხლის ან ოჯახის მიმართ. მეორე: ადამიანის რელიგია ვერ იქნება სრულყოფილი, თუ იგი ღალატობს და არღვევს შეთანხმებებსა და ვალდებულებებს.فوائد الحديث
მოწოდება ამანათზე გაფრთხილების და დაპირების შესრულებისკენ, რადგან მათი დარღვევა ასუსტებს რწმენას.
გაფრთხილება ამანათის დაკარგვის და დადებული პირობის დარღვევისგან, ეს მიეკუთვნება მძიმე ცოდვებს.
ეს ჰადისი მოიცავს ამანათის დაცვას და იმ შეთანხმების დაცვას, რომელიც არის ალლაჰსა და მის მსახურს შორის, და ასევე, რომელიც არის ადამიანთა შორის.
التصنيفات
დიდებული ზნეობა