إعدادات العرض
ვინც შეიტანს ჩვენს ამ საქმეში (რელიგიაში) რაიმე სიახლეს, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება - ის იქნება უარყოფილი
ვინც შეიტანს ჩვენს ამ საქმეში (რელიგიაში) რაიმე სიახლეს, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება - ის იქნება უარყოფილი
მორწმუნეთა დედის, უმმ აბდულლაჰ აიშას (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) სიტყვებით, რომელმაც თქვა: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც შეიტანს ჩვენს ამ საქმეში (რელიგიაში) რაიმე სიახლეს, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება - ის იქნება უარყოფილი». ხოლო იმამ მუსლიმის გადმოცემაში: «ვინც გააკეთებს საქმეს, რომელზეც ჩვენი მითითება არ არის, ის უარყოფილი იქნება».
الترجمة
العربية Español አማርኛ English اردو Indonesia বাংলা Français Türkçe Русский Bosanski සිංහල हिन्दी 中文 فارسی Tiếng Việt Tagalog Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ ไทย Deutsch پښتو অসমীয়া Shqip Nederlands ગુજરાતી Кыргызча नेपाली Lietuvių دری Српски тоҷикӣ Kinyarwanda Română Magyar Čeština Moore Malagasy Oromoo ಕನ್ನಡ Wolof Azərbaycan O‘zbek Українська Македонски ភាសាខ្មែរ Bambara ਪੰਜਾਬੀ मराठी Kirundi Kurmancî Bahasa Melayuالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ვინც გამოიგონა ახალი რამ რელიგიაში ან გააკეთა ისეთი საქმე, რაზეც არ არის არავითარი არგუმენტი ყურანიდან და სუნნადან, ის მიბრუნებული იქნება თავის პატრონთან (ჩამდენთან) და არ იქნება მიღებული ალლაჰის წინაშე.فوائد الحديث
თაყვანისცემა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რაც დადგენილია ყურანსა და სუნნაში. ჩვენ ვუწევთ თაყვანისცემას ყოვლისშემძლე ალლაჰს მხოლოდ იმ ფორმით, რომელიც მან დააკანონა, და ვერიდებით ნებისმიერ სიახლესა და გამოგონილ რიტუალს.
რელიგია არ ეფუძნება პირად შეხედულებებსა და უპირატესობებს, არამედ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზაზე მიყოლას.
ეს ჰადისი არის რელიგიის სრულყოფილების არგუმენტი.
ბიდ'ათი არის ყველაფერი, რაც გამოგონილ იქნა რელიგიაში, რომელიც არ იყო შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მისი საჰაბების პერიოდში, ეს იქნება მრწამსში, სიტყვებში თუ ქმედებებში.
ეს ჰადისი არის ფუძე ისლამის ფუძეებიდან, ის არის ქმედებებისთვის როგორც სასწორი, როგორც ყველა საქმე, რომელიც ალლაჰის კმაყოფილებისთვის არ სრულდება და მის ჩამდენს არავითარი მადლი არ ექნება, ასევე ყველა საქმე, რომელიც არ იქნება იმის მიხედვით, რითიც მოვიდა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ეს საქმე იქნება მიბრუნებული თავის ჩამდენთან (არ იქნება მიღებული ალლაჰის წინაშე).
ჰადისი წარმოადგენს ძირითად წესს ყოველგვარი შემოღებული სიახლისა (ბიდა'ას) და მიმდინარე უარყოფითი, დაგმობილი ქმედებების უარყოფაში.
აკრძალული სიახლეები არის ის, რაც დაკავშირებულია რელიგიურ საკითხებთან და არა ამქვეყნიურ საქმეებთან.
