إعدادات العرض
თუ რომელიმე თქვენგანმა იხილა სიზმარი, რომელიც მას მოეწონა, მართლაც, ის ალლაჰისგანაა. ამიტომ მან უნდა განადიდოს…
თუ რომელიმე თქვენგანმა იხილა სიზმარი, რომელიც მას მოეწონა, მართლაც, ის ალლაჰისგანაა. ამიტომ მან უნდა განადიდოს ალლაჰი ამ სიზმრის გამო და მოუყვეს სხვებს ამის შესახებ. ხოლო თუ ნახა ისეთი სიზმარი, რომელიც არ მოეწონა, მაშინ, მართლაც, ეს შაიტნისგანაა. ამიტომ, მან უნდა შეევედროს ალლაჰს დაცვა მისი ბოროტებისგან,და არავის არ უნდა მოუყვეს, და მართლაც, ეს სიზმარი ვერ ავნებს მას
გადმოცემულია აბუ საიდ ალ-ხუდრისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, თუ როგორ ამბობდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «თუ რომელიმე თქვენგანმა იხილა სიზმარი, რომელიც მას მოეწონა, მართლაც, ის ალლაჰისგანაა. ამიტომ მან უნდა განადიდოს ალლაჰი ამ სიზმრის გამო და მოუყვეს სხვებს ამის შესახებ. ხოლო თუ ნახა ისეთი სიზმარი, რომელიც არ მოეწონა, მაშინ, მართლაც, ეს შაიტნისგანაა. ამიტომ, მან უნდა შეევედროს ალლაჰს დაცვა მისი ბოროტებისგან,და არავის არ უნდა მოუყვეს, და მართლაც, ეს სიზმარი ვერ ავნებს მას».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Bahasa Indonesia Türkçe اردو 中文 हिन्दी Tagalog Français ئۇيغۇرچە Hausa Kurdî Kiswahili Português සිංහල Русский Nederlands Tiếng Việt ગુજરાતી অসমীয়া አማርኛ پښتو ไทย नेपाली മലയാളം Oromoo Yorùbá Magyar తెలుగుالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეგვატყობინა, რომ კეთილი და სასიხარულო სიზმარი ალლაჰისგან არის, და გვირჩია, რომ მას მადლობა გადავუხადოთ ამისთვის და სხვებსაც მოვუყვეთ. ხოლო თუ ადამიანი ნახავს იმას, რაც არ მოსწონს და აწუხებს, ეს შაიტნისგან არის. ასეთ შემთხვევაში მან ალლაჰს შეაფაროს თავი მისი ბოროტებისგან და არ უნდა მოუყვეს ეს სიზმარი არავის. რადგან, ალლაჰის ბრძანებით, ზემოხსენებული ქმედებები იქნება მიზეზი სიზმრისგან გამოწვეული უსიამოვნებებისგან დაცვისა.فوائد الحديث
სიზმრების სახეები: 1. კეთილი სიზმარი – ეს არის ჭეშმარიტი სიზმარი და ალლაჰისგან მოცემული სასიხარულო ამბავი, რომელსაც ადამიანი თავად ხედავს ან მისთვის არის ნაჩვენები.
2. სულის საუბარი – ეს არის ის, რასაც ადამიანი ფიქრობს თავის თავზე სიფხიზლის დროს და რაც აისახება სიზმარში.
3. შაიტნის მიბიძგება და დაშინება – ეს არის შაიტნის მცდელობა, რათა ადამის შვილი დააშინოს და დაამწუხროს საშინელი ხილვებით.
როცა ადამიანი ხედავს კეთილ სიზმარს, მისგან მოითხოვება სამი რამ: 1. განადიდოს ალლაჰი ამ სიზმრისთვის; 2. გაიხაროს მასზე;
3. მოუყვეს მის შესახებ იმ ადამიანებს, ვინც უყვარს, მაგრამ არ მოუყვეს მათ, ვისთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს.
არასასურველი სიზმრების ეთიკისგან გამომდინარეობს ხუთი რამ: 1. თავშესაფრის ძიება ალლაჰთან მისი ბოროტებისგან.
2. შაიტნის ბოროტებისგან თავშესაფრის ძიება.
3. გაღვიძებისას მარცხნივ სამჯერ გადაფურთხება.
4. ამ სიზმრის არავისთან არ გახსენება.
5. თუ ადამიანი აპირებს ძილში დაბრუნებას, უნდა შეიცვალოს გვერდი, რომელზეც იწვა. ამის შედეგად, ეს სიზმარი მას ზიანს არ მოუტანს.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «ამაში სიბრძნეა ის, რომ თუ ადამიანი კეთილ სიზმარს მოუყვება მას, ვინც არ უყვარს, მან შეიძლება განმარტოს სიზმარი არასასურველი ფორმით, იქნება ეს მტრობის ან შურის გამო. ამის შედეგად, სიზმარი შეიძლება სწორედ ისე ახდეს, როგორც ეს არასასურველად იქნა განმარტებული, ან ეს გამოიწვევს ადამიანის მწუხარებასა და წყენას. ამიტომ, არ არის რეკომენდებული სიზმრის მოყოლა იმ ადამიანისთვის, ვინც არ უყვარს».
ალლაჰის განდიდება მისი უწყვეტი და განახლებადი წყალობებისთვის, რადგან ეს ეხმარება მათ დაცვას და გაგრძელებას.
التصنيفات
სიზმრის ეთიკა