إعدادات العرض
გინდათ, მიგითითოთ მასზე, რითაც ალლაჰი შლის ცოდვებს და ამაღლებს საფეხურებით?
გინდათ, მიგითითოთ მასზე, რითაც ალლაჰი შლის ცოდვებს და ამაღლებს საფეხურებით?
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «გინდათ, მიგითითოთ მასზე, რითაც ალლაჰი შლის ცოდვებს და ამაღლებს საფეხურებით?» მათ უპასუხეს: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო". მან თქვა: «ეს არის მცირე განბანვის (ვუდუს) შესრულება სრულყოფილად, მიუხედავად სირთულეებისა, მრავალი ნაბიჯის გადადგმა მეჩეთებისკენ და შემდეგი ლოცვის მოლოდინი წინა ლოცვის შემდეგ. ეს არის თქვენთვის რიბატი».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Tiếng Việt Hausa Kurdî Kiswahili Português සිංහල دری অসমীয়া ไทย አማርኛ Svenska Кыргызча Yorùbá ગુજરાતી नेपाली മലയാളം Oromoo Română Nederlands Soomaali پښتو తెలుగు Kinyarwanda Malagasy ಕನ್ನಡ Српски Moore Čeština Magyar Українськаالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიობა მას) ჰკითხა თავის საჰაბებს, სურდათ თუ არა, რომ მიეთითებინა მათთვის იმ საქმეებზე, რომლებიც იქნებოდა მათი ცოდვების მიტევების მიზეზი, და წაშლიდა მას შენახული წიგნებიდან და აამაღლებდა სამოთხეში საფეხურებით? საჰაბებმა თქვეს, რომ მათ სურდათ ამის გაგება. მან თქვა: პირველი: აბდესის სრულად შესრულება მიუხედავად სიძნელეებისა, როგორიცაა სიცივე, წყლის სიმცირე, სხეულის ტკივილი ან ცხელი წყალი. მეორე: ასეთი საქციელი არის მრავალი ნაბიჯის გადადგმა მეჩეთისკენ, რაც განპირობებულია ადამიანის სახლის დაშორებით მეჩეთიდან და მისი ხშირი სიარულით იქ. მესამე: ლოცვის დროის მოლოდინი, გულით მისკენ ლტოლვა, მზადყოფნა მისთვის, მეჩეთში დაჯდომა ჯამაათთან (ერთობლივი ლოცვა) ლოცვის მოლოდინში. და როცა იგი ლოცვას დაასრულებს და სალოცავში ელოდება მეორე ლოცვას. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ეს საქმეები წარმოადგენს ნამდვილ "მურააბიტს" (გუშაგობას). ეს იმიტომ, რომ ისინი ახშობენ ეშმაკის გზებს, რომლებიც გულისკენ მიემართებიან, ამარცხებენ სურვილებს და იცავენ სულს ცდუნებების მიღებისგან. ამგვარად, ალლაჰის მხარეთა ლაშქარი ამარცხებს ეშმაკის ჯარებს, რაც „დიდი ჯიჰადია“. ეს შეგვიძლია შევადაროთ მტრის საზღვარზე მეთვალყურეობას.فوائد الحديث
ლოცვების ჯამაათით შესრულების მნიშვნელობა მეჩეთში და ყურადღების მიქცევა ლოცვებისთვის მათი უგულებელყოფის გარეშე.
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის საჰაბებს სწორი გზით წარუდგინა საკითხი და მათი ინტერესი გააღვივა, დაწყებული დიდი ჯილდოს დაპირებით შეკითხვის ფორმით. ეს ერთ-ერთი მეთოდია სწავლებაში.
თემის საკითხისა და პასუხის ფორმით განხილვის სარგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ფორმატში ახსნა უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე, რადგან ის, რაც თავდაპირველად გაუგებარია, განმარტების პროცესში თანდათან ცხადი ხდება.
იმამ ან-ნავავი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ამბობს: "ეს არის თქვენთვის რიბატი, ანუ სასურველი რიბატი. თავდაპირველად რიბატი ნიშნავს რაღაცის შეკავებას რაღაცისთვის, მაგალითად, საკუთარი სულის შეზღუდვას ალლაჰის მორჩილებაში. თქმულა, რომ ეს არის საუკეთესო რიბატი, რადგან ნათქვამია, რომ საუკეთესო ჯიჰადი არის ბრძოლა საკუთარ თავთან. ასევე შესაძლებელია, რომ აქ იგულისხმება ხელმისაწვდომი და შესაძლებელი რიბატი, ანუ რიბატის ერთ-ერთი სახეობა".
კონტექსტში სიტყვა "არ-რიბაატ" არაერთხელ განმეორდა და აღინიშნა ალ-არტიკლით (განსაზღვრის არტიკლი). ეს ხაზს უსვამს ამ საქმის მნიშვნელობაზე და მათთვის მაღალი სტატუსის მინიჭებას.
التصنيفات
კეთილი საქმეების ღირებულებები