მე ვიცი სიტყვა, რომელსაც თუ იტყვის, ის, რასაც გრძნობს, გაქრება. თუ ის იტყვის: შევაფარებ თავს ალლაჰს…

მე ვიცი სიტყვა, რომელსაც თუ იტყვის, ის, რასაც გრძნობს, გაქრება. თუ ის იტყვის: შევაფარებ თავს ალლაჰს შაიტნისგან/ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტაანი რრაჯიიმ/, ის, რასაც გრძნობს, გაქრება

გადმოცემულია სულეიმაან იბნ სურადისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვიჯექი, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ერთ-ერთ მათგანს სახე გაუწითლდა და კისერზე ვენები დაებერა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მე ვიცი სიტყვა, რომელსაც თუ იტყვის, ის, რასაც გრძნობს, გაქრება. თუ ის იტყვის: შევაფარებ თავს ალლაჰს შაიტნისგან/ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტაანი რრაჯიიმ/, ის, რასაც გრძნობს, გაქრება». მათ უთხრეს: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შეაფარე თავი ალლაჰს შაიტნისგან». მაგრამ მან უპასუხა: 'მე გიჟი ვარ, რომ ამის თქმა მჭირდებოდეს'?»

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

ორი ადამიანი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინაშე ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდა და სიტყვიერად ჩხუბობდა. ერთ-ერთ მათგანს სახე გაუწითლდა და კისრის გარშემო ვენები დაებერა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: მე ვიცი სიტყვა, რომელსაც თუ ეს გაბრაზებული ადამიანი იტყვის, მისი გაბრაზება გაქრება. თუ ის იტყვის: ა'უზუბილლაჰი მინა შაიტანი რრაჯიიმ (შევაფარებ თავს ალლაჰს, შაიტნისგან დაწყველილისგან), მისი გაბრაზება გაქრება. მათ უთხრეს: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: 'შეაფარე თავი ალლაჰს შაიტნისგან.' მან თქვა: "მე გიჟი ვარ?!“ და ეგონა, რომ მხოლოდ ის, ვისაც სიგიჟე აწუხებს, ითხოვს თავშესაფარს შაიტნისგან.

فوائد الحديث

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუდამ ზრუნავდა გზამკვლევისა და ხელმძღვანელობის მიცემაზე, როცა ამის მიზეზი არსებობდა.

სიბრაზე სატანისგანაა.

ბრძანება, რომ უნდა ითხოვო დაცვა დაწყევლილი შაიტნისგან რისხვის დროს. როგორც ამბობს უზენაესი ალლაჰი: «თუ შაიტნისგან რაიმე ცდუნება შენს მიმართ გამოჩნდება, შეაფარე თავი ალლაჰს...» (სურა ალ-ა'რაფ, 7:200).

გაფრთხილება შეურაცხყოფისა და მისი მსგავსი საქციელისგან, როგორიცაა წყევლა, ლანძღვა და მათგან თავის არიდება, რადგან ისინი ადამიანებს შორის შუღლსა და ბოროტებას იწვევს.

რჩევის გადაცემა მათთვის, ვისაც ის არ მოუსმენია, რათა ისარგებლონ მისით.

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აფრთხილებდა გაბრაზების შესახებ, რადგან ის ბოროტებასა და სიჩქარეს უწყობს ხელს. ხოლო მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ ბრაზდებოდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ალლაჰის წმინდა საზღვრები ირღვეოდა, და ეს არის ქების ღირსი გაბრაზება.

იმამ ან-ნავავიმ თქვა სიტყვებზე: «განა გიჟი ვარ?: შესაძლებელია, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო მუნაფიყი (ორპირი) ან უდაბნოს უხეში ბედუინი».

التصنيفات

გაკიცხული ზნეობა, ახალი ტანისამოსის ჩაცმის დროს საკითხავი ვედრებები