ჰეი, ადამიანებო! ნამდვილად, უზენაესი ალლაჰი კეთილია და არაფერს იღებს, გარდა კეთილისა. ნამდვილად, ალლაჰმა…

ჰეი, ადამიანებო! ნამდვილად, უზენაესი ალლაჰი კეთილია და არაფერს იღებს, გარდა კეთილისა. ნამდვილად, ალლაჰმა მორწმუნეებს იგივე უბრძანა, რაც მოციქულებს

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჰეი, ადამიანებო! ნამდვილად, უზენაესი ალლაჰი კეთილია და არაფერს იღებს, გარდა კეთილისა. ნამდვილად, ალლაჰმა მორწმუნეებს იგივე უბრძანა, რაც მოციქულებს. ასე თქვა უზენაესმა: 'მოციქულებო! ჭამეთ კეთილთაგან და აკეთეთ მართალი საქმეები' (სურა 'ალ-მუ'მინუნ', აიათი 51). ასევე თქვა უზენაესმა: 'ჰეი, თქვენ, ვისაც სწამთ! ჭამეთ იმ სიკეთიდან, რაც მოგანიჭეთ...' (სურა 'ალ-ბაყარა', აიათი 172). შემდეგ მან ახსენა ერთი ადამიანი, მტვრით დაფარული და გაჩეჩილი თმებით, რომელიც დიდხანს იყო გზაზე და ხელებს აღაპყრობდა ცისკენ, (ამბობდა): 'ოჰ, უფალო, ოჰ, უფალო!' — მაგრამ მისი საკვები აკრძალულია (ჰარამი), მისი სასმელიც აკრძალულია, მისი სამოსი აკრძალულია და იგი აღზრდილია აკრძალულზე. მაშ, როგორ უნდა გაეცეს მას პასუხი?!»

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ალლაჰი კეთილია, წმინდა და განშორებულია ყოველგვარი ნაკლისა და ხარვეზისგან. ის იღებს მხოლოდ კეთილს საქმეებიდან, სიტყვებიდან და რწმენებიდან, კერძოდ, იმას, რაც გულწრფელად ალლაჰისთვის არის მიძღვნილი და მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სწორ გზას შეესაბამება. ალლაჰთან დაახლოება სხვაგვარად არ უნდა მოხდეს. ერთ-ერთი უდიდესი ფაქტორი, რაც მორწმუნისთვის საქმეს კეთილს ხდის, არის მისი სუფთა და ნებადართული საკვები წყარო. მხოლოდ მაშინ ხდება მისი საქმე მართალი. ამიტომ, ალლაჰმა მორწმუნეებს ის უბრძანა, რაც მოციქულებს: სუფთა და ნებადართული საკვების მიღება და მართალი საქმეების შესრულება. ალლაჰი ამბობს: „მოციქულებო! ჭამეთ კეთილთაგან და აკეთეთ მართალი საქმეები, ნამდვილად, მე ვიცი ის, რასაც აკეთებთ“. ასევე თქვა: „ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ჭამეთ იმ სიკეთიდან, რაც მოგანიჭეთ“. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოსვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ჰარამის (აკრძალულის) მოხმარებისგან, რომელიც აფუჭებს საქმეებს და ხელს უშლის მათ მიღებას, რამდენადაც არ უნდა ეცადოს ადამიანი იმ ხილული მიზეზების დაცვას, რომლებიც მათ მიღებას უწყობენ ხელს, როგორიცაა: პირველი: ხანგრძლივი მოგზაურობა ღვთისთვის სათნოების საქმის შესასრულებლად, როგორიცაა ჰაჯობა, ჯიჰადი, ნათესაური კავშირების შენარჩუნება და სხვა. მეორე: გაჩეჩილი თმები, რომლებიც არ ივარცხნება, და თმისა და სამოსის მტვერისგან შეცვლილი ფერი, მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი რთულ მდგომარეობაში იმყოფება. მესამე: ხელების ცისკენ აღპყრობა ალლაჰისადმი ვედრებით(დუა). მეოთხე: მიმართავს ალლაჰს, თხოვნით მიმართავს მას მისი სახელებით და დაჟინებით იმეორებს: „ო, უფალო, ო, უფალო! და მიუხედავად იმ მიზეზებისა, რაც ვედრების მიღებას უწყობს ხელს, ის არ იქნება შეწყალებული, რადგან მისი საკვები, სასმელი და სამოსი აკრძალულია (ჰარამი), და იგი აღზრდილია აკრძალულზე. როგორ შეიძლება ვედრებას უპასუხონ იმ ადამიანს, ვისაც ასეთი თვისება აქვს? როგორ შეიძლება მას პასუხი გაეცეს?

فوائد الحديث

ალლაჰის, უზენაესი და დიდებულის, სრულყოფილება მდგომარეობს მის არსში, თვისებებში, მოქმედებებსა და დადგენილებში.

ბრძანება, რომ გულწრფელად შევასრულოთ საქმეები ალლაჰისთვის, უზენაესი და დიდებული, და მივყვეთ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მაგალითს.

გამოყენება იმ საშუალებებისა, რაც მოქმედებისკენ მოუწოდებს, როგორც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ნამდვილად, ალლაჰმა მორწმუნეებს უბრძანა ის, რაც მოციქულებს". როცა მორწმუნე აცნობიერებს, რომ ეს მოციქულებისთვის დაწესებულთაგანია, იგი ძლიერდება და თამამად ეკიდება ბრძანებების შესრულებას.

ერთი მთავარი დაბრკოლება (დუას) მიღებისთვის არის აკრძალულის (ჰარამის) მოხმარება.

დუას მიღების მიზეზებია ხუთი რამ: პირველი — ხანგრძლივი მოგზაურობა, რადგან ის დაკავშირებულია თავმდაბლობასთან, რაც ვედრების მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია.

მეორე — უკიდურესი საჭიროების მდგომარეობა. მესამე — ხელების ცისკენ აღპყრობა. მეოთხე — ალლაჰისადმი ვედრებაში დაჟინებულობა და მისი უფლობის ხსენების განმეორება, რაც ვედრევის მიღების ერთ-ერთი უდიდესი მიზეზია. მეხუთე — ნებადართული (ჰალალის) საკვების და სასმელის მოხმარება.

ნებადართული და კეთილი საკვების მოხმარება ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს მართალი საქმეების შესრულებას.

ალ-ყაადიმ თქვა: „ტაიბის“ (კეთილი) საწინააღმდეგოა „ხაბიის“ (გაფუჭებული). თუ ეს ტერმინი ალლაჰს მიეწერება, იგულისხმება, რომ იგი განთავისუფლებულია ნაკლისგან და სუფთაა ხარვეზებისგან. როცა ამ სიტყვით ადამიანს ვახასიათებთ ზოგადი მნიშვნელობით, იგულისხმება, რომ მას არ აქვს ცუდი თვისებები და უწმინდური საქმეები, არამედ იგი დახასიათებულია საპირისპირო სათნოებებით. ხოლო, როცა ამ სიტყვით ფული აღინიშნება, იგულისხმება, რომ ის ნებადართულია (ჰალალი) და მიეკუთვნება საუკეთესო ქონებას.

التصنيفات

თავჰიდი ასმა ვა სიფათ, ვედებაზე პასუხის მიზეზები და მისი წინააღმდეგობები