إعدادات العرض
არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის
არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის
ანას იბნ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას თქვა): «არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Hausa Kurdî Português සිංහල አማርኛ অসমীয়া Kiswahili Tiếng Việt ગુજરાતી Nederlands پښتو नेपाली ไทย മലയാളം Svenska Кыргызча Română Malagasy ಕನ್ನಡ Српски తెలుగు Moore Magyarالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ მუსლიმის სრული რწმენა არ შედგება მანამ, სანამ ის არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც საკუთარ თავისთვის სურს, იქნება ეს მორჩილების საქმეები თუ კეთილდღეობა რელიგიასა და ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ასევე, უნდა სძულდეს მისთვის ის, რაც საკუთარი თავისთვის სძულს. თუ მუსლიმი ძმაში რელიგიურ ნაკლოვანებებს შენიშნავს, უნდა ეცადოს მის გამოსწორებას. ხოლო თუ მასში სიკეთეს დაინახავს, უნდა გაამხნევოს, დაეხმაროს და რჩევა მისცეს რელიგიურ ან ამქვეყნიურ საქმეებში.فوائد الحديث
ადამიანის ვალდებულებაა, სურდეს თავისი მუსლიმი ძმისთვის ის, რაც თავად სურს საკუთარი თავისთვის, რადგან იმაზე მინიშნება, რომ რწმენა არ გააჩნია მას, ვინც თავის მისლიმ ძმას არ უსურვებს იმას, რაც საკუთარ თავს სურს, მიუთითებს ამ ვალდებულების აუცილებლობაზე.
ალლაჰის გზაზე ძმობა სისხლით ნათესაობის ძმობაზე მაღლა დგას, ამიტომ მისი უფლება უფრო სავალდებულოა.
აკრძალულია ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ამ სიყვარულს, იქნება ეს სიტყვით თუ ქმედებით, მაგალითად: ტყუილი, ზურგს უკან ლაპარაკი, შური, მუსლიმის სიცოცხლის, ქონების ან ღირსების ხელყოფა.
ზოგიერთი სტიმულირებადი ტერმინის გამოყენება მოქმედების წახალისებისთვის, მაგალითად, ფრაზა "თავისი ძმისთვის".
ალ-ქირმაანიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის) თქვა: «რწმენის ნაწილი ასევე ისაა, რომ ადამიანს სძულდეს თავისი ძმისთვის ის, რაც საკუთარი თავისთვის სძულს. ამის ხსენება არ არის საჭირო, რადგან რაღაცის სიყვარული გულისხმობს მის საწინააღმდეგოს სიძულვილს, ამიტომ პირდაპირი ხსენება გამოტოვებულია, რადგან ეს თავისთავად იგულისხმება».
التصنيفات
დიდებული ზნეობა