ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰისთვის სუსტ მორწმუნეზე, ხოლო ორივე მათგანში არის სიკეთე

ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰისთვის სუსტ მორწმუნეზე, ხოლო ორივე მათგანში არის სიკეთე

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰისთვის სუსტ მორწმუნეზე, ხოლო ორივე მათგანში არის სიკეთე. იყავი მტკიცე იმაზე, რასაც შენთვის სარგებელი მოაქვს და მიეკედლე ალლაჰს და არ გამოიჩინო სისუსტე, და თუ რაიმე შეგემთხვევა არ თქვა: "მე რომ ასე გამეკეთებინა ასე და ასე იქნებოდა", არამედ თქვი: "ალლაჰის ბედისწერაა, მან რაც ისურვა, ის გააკეთა". რადგან "რომ" გზას უხსნის ეშმაკს».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ მორწმუნე სრულად არის სიკეთით სავსე, მაგრამ ძლიერი მორწმუნე — თავისი რწმენით, სიმტკიცით, ქონებითა და სხვა ძალის გამოვლინებებით — უკეთესია და უფრო საყვარელი უზენაესი ალლაჰისთვის, ვიდრე სუსტი მორწმუნე. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდა მორწმუნეს, რომ მოეჭიდოს იმ მიზეზებს, რაც მისთვის სასარგებლოა ამქვეყნიურ და საიქიო საქმეებში, ალლაჰზე მინდობით, მისგან დახმარების თხოვნითა და მასზე დაყრდნობით. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა უძლურება, ზარმაცობა და სიზანტე იმ ქმედებებში, რომლებიც სასარგებლოა როგორც ამქვეყნიური, ასევე საიქიო ცხოვრებისთვის. თუ მორწმუნე გულმოდგინედ შრომობს, მოქმედებს მიზეზებზე დაყრდნობით, ალლაჰის დახმარებით და მისგან სიკეთეს ითხოვს, ამის შემდეგ მას აღარაფერია დარჩენილი, გარდა იმისა, რომ თავისი საქმე სრულიად ალლაჰს მიანდოს და იცოდეს, რომ ალლაჰის არჩევანი ყოველთვის საუკეთესოა. თუ ამის შემდეგ მას უბედურება შეემთხვევა, ნუ იტყვის: "მე რომ ასე გამეკეთებინა, ასე და ასე იქნებოდა"; „რადგან "რომ" ხსნის შაიტანის საქმეს," რაც გულისხმობს უკმაყოფილებას ბედისწერის მიმართ და სინანულს წარსულზე. ამის ნაცვლად, უნდა თქვას ალლაჰის ბედისწერის დამორჩილებული და კმაყოფილი: "ეს არის ალლაჰის ნება და რაც მან ინება, ის მოხდა". რაც მოხდა, ის ალლაჰის ნებისა და სურვილის შესაბამისად მოხდა, რადგან ის ყველაფერს აკეთებს, რასაც ინებებს. მის განჩინებას ვერავინ შეაჩერებს, ვერც მის გადაწყვეტილებას შეცვლის.

فوائد الحديث

ხალხი რწმენაში განსხვავდება.

საქმეში ძალისხმევის გამოვლენა სასურველია, რადგან მისი მეშვეობით მიიღწევა ისეთი სარგებელი, რასაც სისუსტით ვერ მიაღწევ.

ადამიანმა უნდა იზრუნოს იმაზე, რაც მისთვის სასარგებლოა, და განერიდოს იმას, რაც უსარგებლოა.

მორწმუნემ უნდა ითხოვოს ალლაჰის დახმარება ყველა საქმეში და არ დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ თავს.

წინასწარგანჩინებისა და ბედისწერის დადასტურება, და ის არ ეწინააღმდეგება მიზეზებზე დაყრდნობასა და სიკეთის მოპოვებაში ძალისხმევის გამოჩენას.

აკრძალულია სიტყვა „რომ“ ან "თუ" გამოყენება უკმაყოფილების გამოხატვის მიზნით უბედურების დროს და იკრძალება ალლაჰის ბედისწერასა და განაჩენზე შეპასუხება.

التصنيفات

ბედისწერასთან დაკავშირებული საკითხები, გულის საქმეები