إعدادات العرض
ვინც მოინახულებს ავადმყოფს, რომელსაც ჯერ სიკვდილის დრო არ მოსვლია და მასთან იტყვის შვიდჯერ: "ვთხოვ უზენაეს…
ვინც მოინახულებს ავადმყოფს, რომელსაც ჯერ სიკვდილის დრო არ მოსვლია და მასთან იტყვის შვიდჯერ: "ვთხოვ უზენაეს ალლაჰს, დიდებილი არშის ღმერთს, რომ გამოგაჯანმრთელოს", ალლაჰი მას ამ ავადმყოფობისგან გამოაჯანმრთელებს
გადმოსცემს იბნ აბბასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მოინახულებს ავადმყოფს, რომელსაც ჯერ სიკვდილის დრო არ მოსვლია და მასთან იტყვის შვიდჯერ: "ვთხოვ უზენაეს ალლაჰს, დიდებილი არშის ღმერთს, რომ გამოგაჯანმრთელოს", ალლაჰი მას ამ ავადმყოფობისგან გამოაჯანმრთელებს».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी සිංහල Hausa Kurdî Português Kiswahili অসমীয়া Tiếng Việt ગુજરાતી Nederlands አማርኛ മലയാളം Română ไทย Magyarالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ რომელიმე მუსლიმი თუ მეორე მუსლიმს მოინახულებს ავადმყოფობის დროს, რომლის დროსაც მას სიკვდილის ჟამი არ აქვს დაწერილი, შემდეგ კი მომნახულე შეევედრება ავადმყოფისთვის შემდეგი სიტყვებით: (ვსთხოვ უზენაეს ალლაჰს) უზენაესია თავის არსში, თვისებებში და ქმედებებში. (დიდებილი არშის ღმერთს, რომ გამოგაჯანმრთელოს,) და ამ ვედრებას გაიმეორებს შვიდჯერ, ალლაჰი მას აუცილებლად გამოაჯანმრთელებს იმ ავადმყოფობისგან.فوائد الحديث
სასურველია, რომ ავადმყოფს წავუკითხოთ ეს ვედრება და გავიმეოროთ შვიდჯერ.
ვისაც წაუკითხავენ ამ ვედრებას, მას ალლაჰის ნებით დაუბრუნდება ჯანმრთელობა, თუ ვედრება წარმოთქმული იქნება გულწრფელი და ღვთისმოსავი ადამიანის მიერ.
ამ ვედრების წარმოთქმა შეიძლება, როგორც ხმამაღლა ასევე ხმადაბლა, ყველა მხრივ შესაძლებელია, მაგრამ წანაკითხს თუ ავადმყოფი მოისმენს ეს უმჯობესია და უფრო კარგი, რადგან ის ამით გაიხარებს და გულს დაიმშვიდებს.
التصنيفات
შარიათული რუყია