إعدادات العرض
ვაი ქუსლებს ცეცხლისგან სრულყოფილად შეასრულეთ მცირე განბანვა!
ვაი ქუსლებს ცეცხლისგან სრულყოფილად შეასრულეთ მცირე განბანვა!
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ჩვენ ვბრუნდებოდით ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მექქადან მედინაში. გზად ერთ წყაროს მივუახლოვდით, და ადამიანები აჩქარდნენ [განბანვის შესასრულებლად], რათა არ დაეგვიანათ შუადღის შემდგომი ლოცვა (‘ასრი). როდესაც მათთან მივედით, შევამჩნიეთ, რომ მათ ქუსლებზე ზოგ ადგილას წყალი არ მოხვედრილიყო. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვაი ქუსლებს ცეცხლისგან სრულყოფილად შეასრულეთ მცირე განბანვა!»
الترجمة
العربية አማርኛ অসমীয়া ગુજરાતી हिन्दी Bahasa Indonesia Kiswahili Tagalog اردو Tiếng Việt دری Hausa Nederlands नेपाली සිංහල پښتو Oromoo ไทย Svenska മലയാളം English Кыргызча Română తెలుగు Lietuvių Malagasy Türkçe ಕನ್ನಡ Српски Bosanski Kurdî Yorùbá فارسی Moore Kinyarwanda Português Magyarالشرح
გაემართა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქადან მედინაში თავის თანმხლებ თანამგზავრებთან ერთად. გზაზე მათ წყარო იპოვეს, და ზოგიერთმა საჰაბებმა ასრის ლოცვისთვის აბდესის შესრულება იჩქარა. ამ სიჩქარეში მათი ტერფების უკანა ნაწილი წყლით არ იყო დაბანილი და მშრალი რჩებოდა და შუამავალმა უთხრა მათ: "ტანჯვა და განადგურება ცეცხლში იმათთვის, ვინც აბდესის შესრულებისას ფეხის უკანა ნაწილს არ იბანს საფუძვლიანად". შემდეგ უბრძანა მათ, რომ აბდესი სრულყოფილად და საფუძვლიანად აეღოთ.فوائد الحديث
ფეხების დაბან ვის ვალდებულება აბდესის დროს; რადგან თუ დასაშვები იქნებოდა გადასმა, მოციქული არ დაემუქრებოდა ცეცხლით იმათ, ვინც ქუსლებს დაუბანელს ტოვებს.
განბანილი სხეულის ნაწილების სრულად დაბანის ვალდებულება აბდესის აღებისას, და თუ ვინმე განზრახ ან დაუდევრობით ტოვებს გასაწმენდ ნაწილს, მისი ნალოცი არ ჩაითვლება.
უმეცარის სწავლებისა და მისთვის გზის ჩვენების მნიშვნელობა.
მცოდნე აკრიტიკებს იმას, რასაც ხედავს, როგორც სავალდებულოსა და სუნნის უგულებელყოფას, შესაბამისი და სათანადო მიდგომით.
მუჰამმად ისჰაყ ალ-დაჰლავიმ თქვა: " გულმოდგინე განბანვა სამ სახეობად იყოფა: სავალდებულო – ეს არის განბანის ადგილის ერთხელ სრულად დაბანა. სუნნა – ეს არის სამჯერ დაბანა.
სასურველი(მუსთაჰაბ) – ეს არის განბანის ადგილის საფუძვლიანად გაწმენდა და სამჯერად დაბანაში ყურადღების მიქცევა.
التصنيفات
პატარა განბანვის ფორმა