რომელი მუსლიმიც აუღებს აბდესს, სრულყოფილად შეასრულებს მას, შემდეგ კი დადგება და გულითა და გონებით ორ რაქათ…

რომელი მუსლიმიც აუღებს აბდესს, სრულყოფილად შეასრულებს მას, შემდეგ კი დადგება და გულითა და გონებით ორ რაქათ ლოცვას შეასრულებს, მისთვის სამოთხე გარანტირებული გახდება

'უყბა იბნ 'აამირ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: «ჩვენ გვევალებოდა აქლემების მწყემსვა, და როცა ჩემი მორიგეობა მოვიდა, შუადღის შემდეგ დავაბრუნე ისინი. მივუსწარი მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომელიც იდგა და ხალხს ესაუბრებოდა. და მოვუსწარი მის სიტყვებს: «რომელი მუსლიმიც აუღებს აბდესს, სრულყოფილად შეასრულებს მას, შემდეგ კი დადგება და გულითა და გონებით ორ რაქათ ლოცვას შეასრულებს, მისთვის სამოთხე გარანტირებული გახდება». მე ვთქვი: "რა მშვენიერი სიტყვებია!“ ამ დროს ვიღაცამ ჩემს წინ თქვა: "წინა სიტყვები კიდევ უკეთესია". გავიხედე და ეს უმარ იბნ ალ-ხატტაბი აღმოჩნდა, რომელმაც მითხრა: "მე დავინახე, როგორ მოხვედი ცოტა ხნის წინ". შემდეგ დაამატა: «რომელი თქვენგანიც აიღებს აბდესს და სრულყოფილად შეასრულებს მას, შემდეგ კი იტყვის: "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია", მისთვის სამოთხის რვა კარი გაიღება, და შეუძლია, შევიდეს ნებისმიერი მათგანიდან, რომლითაც მოისურვებს».

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხალხს საუბრისას ორი დიდი სიკეთე განუმარტა: პირველი: ვინც აიღებს აბდესს სრულყოფილად და სრულად, ისე რომ შეასრულებს მას სუნნათის შესაბამისად, წყლით თითოეულ კიდურს სათანადო რაოდენობით გაიწმენდს და შემდეგ იტყვის: ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია, მისთვის სამოთხის რვა კარი გაიღება, და შეუძლია, შევიდეს ნებისმიერი მათგანიდან, რომლითაც მოისურვებს. მეორე: ვინც შეასრულებს სრულყოფილ აბდესს და ამის შემდეგ დადგება და შეასრულებს ორ რაქათ ლოცვას გულით, გულწრფელად და მორჩილებით, და თავისი სახე და სხეულის ყველა კიდურს დაუმორჩილებს ალლაჰს, მისთვის სამოთხე გარანტირებული გახდება.

فوائد الحديث

უზენაესი ალლაჰის დიდი წყალობა, რომელიც მცირე საქმეებისთვის დიდ ჯილდოს ანიჭებს.

აბდესის სრულყოფილად შესრულებისა და მისი დასრულების შემდეგ მორჩილებით ორი რაქათის ლოცვის მნიშვნელობა, და ამით მიღებული უდიდესი ჯილდო.

აბდესის სრულყოფილი შესრულება და მის შემდეგ ამ ზიქრის წარმოთქმა სამოთხეში შესვლის ერთ-ერთი მიზეზია.

რეკომენდებულია ამ ზიქრის წარმოთქმა ასევე ღუსლის (დიდი განბანვის) შესრულების შემდეგ.

საჰაბების მისწრაფება სიკეთეში, რაც გამოიხატება ცოდნის შეძენაში, მის გავრცელებაში და ამასთან ერთად მათ შორის ერთმანეთზე დახმარებაში, როგორც სასიცოცხლო, ისე სხვა საკითხებში.

აბდესის შემდეგ ზიქრის წარმოთქმა გულის განწმენდას და მასში მრავალღმერთიანობის მოცილებას ემსახურება, როგორც აბდესი განწმენდს სხეულს და ათავისუფლებს მას ჭუჭყისგან.

التصنيفات

პატარა განბანვის სუნნათები და მისი ეთიკა