إعدادات العرض
ჰასანი და ჰუსეინი სამოთხის ახალგაზრდების ბატონები არიან
ჰასანი და ჰუსეინი სამოთხის ახალგაზრდების ბატონები არიან
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჰასანი და ჰუსეინი სამოთხის ახალგაზრდების ბატონები არიან».
الترجمة
العربية Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский 中文 हिन्दी اردو Hausa Kurdî Português Nederlands Tiếng Việt অসমীয়া ગુજરાતી Kiswahili አማርኛ پښتو සිංහල ไทย Tagalog മലയാളം नेपाली Magyarالشرح
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ მისი შვილიშვილები, ჰასანი და ჰუსეინი (ალლაჰი იყოს ორივეთი კმაყოფილი) ალი იბნ აბი ტალიბისა და ფატიმას (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ვაჟები, სამოთხის ახალგაზრდების ბატონები არიან, ყველა იმ ახალგაზრდას შორის, ვინც ამქვეყნად გარდაიცვალა და სამოთხეში შევიდა, ისინი არიან საუკეთესონი, ისინი სამოთხის ახალგაზრდების ბატონები არიან, გარდა მოციქულებისა და მართლმორწმუნე ხალიფებისა.فوائد الحديث
ამ ჰადისში აშკარად ჩანს ჰასანისა და ჰუსეინის (ალლაჰი იყოს ორივეთი კმაყოფილი) მაღალი ღირსება და უპირატესობა.
ამ ჰადისის მნიშვნელობაზე ითქვა: ამ ჰადისის თქმის დროს, ჰასანი და ჰუსეინი (ალლაჰი იყოს ორივეთი კმაყოფილი) იმ დროის ახალგაზრდებს შორის იყვნენ სამოთხის ბატონები. ისინი უპირატესობას ფლობენ იმათზე, ვისთვისაც არ არის დადგენილი ზოგადი, როგორიცაა წინასწარმეტყველები და მართალი ხალიფები. ''ახალგაზრდობა“ აქ არ ეხება მხოლოდ ასაკს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც გამოირჩევიან ახალგაზრდობის ღირსებებით, როგორიცაა კაცობა, გულუხვობა და სიმამაცე. ამ ჰადისით არ არის გამიზნული ბიოლოგიური ასაკი, რადგან ჰასანი და ჰუსეინი (ალლაჰის იყოს ორივეთი კმაყოფილი) ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალნენ.
التصنيفات
შუამავლის ოჯახის უპირატესობა