ო, აბბას, ო, ალლაჰის მოციქულის ბიძაო, თხოვე ალლაჰს კეთილდღეობა ამქვეყნადაც და აახირეთშიც

ო, აბბას, ო, ალლაჰის მოციქულის ბიძაო, თხოვე ალლაჰს კეთილდღეობა ამქვეყნადაც და აახირეთშიც

გადმოცემულია ალ'აბბას იბნ 'აბდულ მუტტალიბისგან (ალლაჰის ოყოს მისით კმაყოფილი): ვთქვი: "ო, ალლაჰის მოციქულო, მასწავლე რამე, რისი თხოვნაც შემიძლია ალლაჰისგან, დიდებულისა და ღირსეულისგან. მან მითხრა: «თხოვე ალლაჰს კეთილდღეობა (ალ-'აფიია)». რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მივედი და ვუთხარი: "ო, ალლაჰის მოციქულო, მასწავლე რამე, რისი თხოვნაც შემიძლია ალლაჰისგან". მაშინ მან მითხრა: «ო, აბბას, ო, ალლაჰის მოციქულის ბიძაო, თხოვე ალლაჰს კეთილდღეობა ამქვეყნადაც და აახირეთშიც».

[სანდო სხვა ჰადისით] [გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა]

الشرح

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბიძამ, 'აბბას იბნ აბდულმუტტალიბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სთხოვა შუამავალს, რომ ესწავლებინა მისთვის ვედრება, რომლითაც მას შეეძლებოდა ალლაჰისთვის მიმართვა. მოციქულმა მას ასწავლა, რომ ეთხოვა ალლაჰისთვის კეთილდღეობა და დაცვა როგორც რელიგიაში, ისე ამქვეყნად და მომავალ ცხოვრებაში არსებული უბედურებებისა და ნაკლოვანებებისგან. აბბასმა თქვა: რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივედი მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და კვლავ ვთხოვე, რომ მასწავლოს ვედრება, რომლითაც ალლაჰს მივმართავდი. მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიყვარულით მიმართა მას: ო, აბბას, ო, ალლაჰის მოციქულის ბიძაო, თხოვე ალლაჰს კეთილდღეობა, რათა თავიდან აიცილო ყველა უბედურება და მოიზიდო ყოველი სიკეთე და სარგებელი როგორც ამქვეყნად, ასევე მომავალ ცხოვრებაში.

فوائد الحديث

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიერ აბბასისთვის იმავე პასუხის გამეორება, როდესაც მან მეორედ ჰკითხა, მიუთითებს იმაზე, რომ კეთილდღეობა საუკეთესო რამაა, რასაც მონა თხოვს თავისი ღმერთისგან.

განმარტება კეთილდღეობის ღირსებისა, რომელიც მოიცავს ამ დუნიას და მარადიული სამყაროს სიკეთეს.

საჰაბების მისწრაფება ცონისა და სიკეთის მიღებისკენ.

التصنيفات

გამორჩეული ვედრებები