ნუთუ არ მოგიყვეთ ამბავი დაჯალზე, რომლის მსგავსი არც ერთ შუამავალს არ უთქვამს თავის ხალხისთვის? ნამდვილად, ის…

ნუთუ არ მოგიყვეთ ამბავი დაჯალზე, რომლის მსგავსი არც ერთ შუამავალს არ უთქვამს თავის ხალხისთვის? ნამდვილად, ის ცალთვალა იქნება, და მას თან ექნება ბაღის (სამოთხის) და ჯოჯოხეთის

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: « ნუთუ არ მოგიყვეთ ამბავი დაჯალზე, რომლის მსგავსი არც ერთ შუამავალს არ უთქვამს თავის ხალხისთვის? ნამდვილად, ის ცალთვალა იქნება, და მას თან ექნება ბაღის (სამოთხის) და ჯოჯოხეთის მსგავსი რამ. რასაც ის სამოთხედ უწოდებს, სინამდვილეში იქნება ცეცხლი. მე გაფრთხილებთ მასზე, როგორც ნოჰმა გააფრთხილა თავისი ხალხი»

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უყვებოდა თავის საჰაბებს დაჯჯალის თვისებებისა და ნიშნების შესახებ, ისეთ დეტალებზე, რაც არცერთ წინასწარმეტყველს ადრე არ უთქვამს. ერთ-ერთი ასეთი ნიშანი არის: რომ არის ცალთვალა (ან თვალის სხვა დეფექტით). და რომ უზენაესი ალლაჰი მასთან ერთად შექმნის სამოთხისა და ჯოჯოხეთის მსგავსს, ადამიანური თვალის აღქმის მიხედვით. მაგრამ მისი „სამოთხე“ სინამდვილეში ჯოჯოხეთია, ხოლო მისი „ჯოჯოხეთი“ — სამოთხე. ვინც მას დაემორჩილება, ის, თითქოს, ამ „სამოთხეში“ შეიყვანს, მაგრამ ეს იქნება დამწველი ცეცხლი. ხოლო ვინც მის წინააღმდეგ წავა, ის „ჯოჯოხეთში“ შეიყვანს, როგორც ეს ხალხს მოეჩვენება, თუმცა სინამდვილეში ეს იქნება სასიამოვნო სამოთხე. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაგვაფრთხილა დაჯჯალის ცდუნებების შესახებ, ისე, როგორც ნოემ გააფრთხილა თავისი ხალხი.

فوائد الحديث

დაჯჯალის ცდუნების სიდიადე.

დაჯჯალის ცდუნებებისგან ხსნა მიიღწევა ჭეშმარიტი რწმენით, უზენაესი ალლაჰის მიმართ თავშესაფრის ძიებით და მასთან დაცვაზე ლოცვით ბოლო თაშაჰჰუდი, ასევე სურა ალ-ქაჰფის პირველი ათი აიათის დაზეპირებით.

ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უდიდესი ზრუნვა თავისი ხალხის( უმმათის) მიმართ გამოიხატება იმაში, რომ მან მუსლიმებს დაჯჯალის თვისებები განუმარტა ისეთი დეტალებით, როგორიც არცერთ წინასწარმეტყველს მანამდე არ განუმარტავს.

التصنيفات

უკანასკნელი დღის რწმენა, ბოლო საათის პირობები, მისი მოწყალება, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას