إعدادات العرض
როდესაც თქვენგან ვინმე მეჯლისში (საერთო შეკრებაზე) მივა, დაე მიესალმოს დამსწრეებს. და როცა მოისურვებს წამოსვლას,…
როდესაც თქვენგან ვინმე მეჯლისში (საერთო შეკრებაზე) მივა, დაე მიესალმოს დამსწრეებს. და როცა მოისურვებს წამოსვლას, კვლავ მიესალმოს. რადგან პირველი სალამი არ არის უფრო უფლებიანი, ვიდრე უკანასკნელი
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც თქვენგან ვინმე მეჯლისში (საერთო შეკრებაზე) მივა, დაე მიესალმოს დამსწრეებს. და როცა მოისურვებს წამოსვლას, კვლავ მიესალმოს. რადგან პირველი სალამი არ არის უფრო უფლებიანი, ვიდრე უკანასკნელი».
[კარგი (ჰასან)]
الترجمة
العربية Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी Hausa Kurdî Tiếng Việt Nederlands Kiswahili অসমীয়া ગુજરાતી සිංහල Magyar Românăالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა, ვინც მივა ხალხის თავშეყრის რომელიმე ადგილას მიესალმოს მათ, როდესაც წამოდგება და წასვლას დააპირებს იქ მყოფ ხალხს ასევე სალამით გამოემშვიდობოს, მოსვლის დროს მიცემული პირველი მისალმება უფრო უკეთესი არ არის, ვიდრე წასვლის დროს მიცემული სალამი.فوائد الحديث
წახალისება სალამის გავრცელებაზე.
შეკრებილ ხალხზე მისალმებისკენ მოწოდება, მათთან მისვლის ან მათგან წასვლის დროს.
ას-სინდიმ თქვა: «სიტყვები: (როდესაც წამოდგომას დააპირებს) ანუ: შეკრების ადგილიდან, (პირველი მისალმება უფრო უკეთესი არაა) ანუ: ორივე მათგანის შესრულება არის სუნნა, პირველის მიცემის შემთხვევაში მეორეს მიტოვება არ არის გამართლებული.
التصنيفات
მისალმების ეთიკა და ნებართვა