'ვინც განიბანს ისე, როგორც მე განვიბანე, და შემდეგ ორ რაქათს შეასრულებს ისე, რომ არაფერზე იფიქრებს ამ დროს, მას…

'ვინც განიბანს ისე, როგორც მე განვიბანე, და შემდეგ ორ რაქათს შეასრულებს ისე, რომ არაფერზე იფიქრებს ამ დროს, მას მისი წინა ცოდვები მიეტევება

ჰუმრანმა, 'უსმან იბნ 'აფფანის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გათავისუფლებულმა მონამ, თქვა, რომ იხილა, როგორ ბრძანა ერთ დღეს 'უსმანმა წყლის მოტანა განბანვისთვის. როცა წყალი მოიტანეს, მან სამჯერ დაისხა წყალი ხელებზე და სამჯერ დაიბანა ხელის მტევნები. შემდეგ ჩაუშვა მარჯვენა ხელი წყლის ჭურჭელში, აიღო წყალი და გამოივლო პირი და ცხვირი. ამის შემდეგ სამჯერ დაიბანა სახე და ხელები იდაყვებამდე, შემდეგ სველი ხელებით მოიწმინდა თავი და სამჯერ დაიბანა ფეხები. შემდეგ თქვა: «მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: 'ვინც განიბანს ისე, როგორც მე განვიბანე, და შემდეგ ორ რაქათს შეასრულებს ისე, რომ არაფერზე იფიქრებს ამ დროს, მას მისი წინა ცოდვები მიეტევება».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

'უსმანმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ასწავლა აბდესის შესრულების წესი, რომელსაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასრულებდა. მან ეს პრაქტიკულად აჩვენა, რათა სწავლება რაც შეიძლება გასაგები ყოფილიყო. მან მოითხოვა, მოეტანათ წყალი ჭურჭლით. შემდეგ სამჯერ დაიბანა ხელები. შემდეგ მარჯვენა ხელით აიღო წყალი ჭურჭლიდან, გამოივლო პირი, წყალი ღრმად შეისუნთქა ცხვირით და გამოაქცია. ამის შემდეგ სამჯერ დაიბანა სახე, სამჯერ დაიბანა ხელები იდაყვებამდე, სველი ხელით ერთხელ მოიწმინდა თავი და ბოლოს სამჯერ დაიბანა ფეხები კოჭების ჩათვლით. როდესაც 'უსმანი, (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მის შესრულებას მორჩა, აუწყა მათ, რომ მან მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იხილა თუ როგორ ასრულებდა აბდესს. მან გაახარა ისინი იმით, რომ ვინც ასეთ განბანვას შეასრულებს და შემდეგ 2 რაქათს ილოცებს, გულმოდგინედ, თავმდაბლობით და გულწრფელად თავისი ღმერთის, დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის წინაშე, ალლაჰი მას ამ სრული აბდესისთვის და გულწრფელი ლოცვისთვის აპატიებს მის წარსულ ცოდვებს.

فوائد الحديث

სასურველია ქმედებაა ხელების დაბანა ჭურჭელში ჩაყოფამდე აბდესის დასაწყისში, თუნდაც ადამიანი არ იყოს ძილისგან გამოფხიზლებული. ხოლო თუ ის ღამის ძილის შემდეგ იღვიძებს, ხელების დაბანა სავალდებულოა.

მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ყველაზე მარტივი და ეფექტური გზები, რათა გაუგებრობა აირიდოს თავიდან და ცოდნა უკეთ განამტკიცოს მოსწავლეში. ეს მოიცავს სწავლას საქმით.

მლოცველმა უნდა განდევნოს ფიქრები, რომლებიც დაკავშირებულია მიწიერ საქმეებთან, რადგან ლოცვის სრულყოფილება და სრულყოფა გულის თანდასწრებაში მდგომარეობს მისი შესრულების დროს. თუმცა, ფიქრების თავიდან ბოლომდე განდევნა შეუძლებელია, ამიტომ მორწმუნემ უნდა იბრძოლოს საკუთარ თავთან და არ დანებდეს ამ ფიქრებს.

სასურველია თითოეული ორგანოს განბანვა მარჯვენა მხრიდან დაწყებით.

კანონიერია თანმიმდევრობის დაცვა პირის გამოვლებასა და ცხვირის განბანვას შორის აბდესის შესრულების დროს.

სასურველია სახის, ხელების და ფეხების სამჯერ განბანვა აბდესის აღების დროს, ხოლო სავალდებულო არის ერთჯერ განბანვა.

ალლაჰის მიმტევებლობა წინათ ჩადენილი ცოდვებისთვის დამოკიდებულია ორი საქმის შესრულებაზე: აბდესის აღება და ორი რაქათის ლოცვა, იმ სახით, როგორც ეს ჰადისშია აღწერილი.

თითოეული სხეულის ორგანოსთვის, რომელიც განბანვის (ვუდუს) დროს იხსენიება, განსაზღვრულია საზღვრები. სახის საზღვარი არის: თავზე ჩვეულებრივი თმის ზრდის ადგილიდან წვერის და ნიკაპის ქვედა ნაწილამდე სიგრძეში, და ერთი ყურიდან მეორემდე სიგანეში. ხელის საზღვარი: თითის ბოლოებიდან იდაყვამდე, რომელიც არის სახსარი, რომელიც უკავშირდება წინამხარს და მხარს. თავის საზღვარი: სახის გვერდებზე ჩვეულებრივი თმის ზრდის ადგილიდან კისრის ზედა ნაწილამდე. ყურების გასაწმენდიც თავის საზღვრებში შედის. ფეხის საზღვარი: მთელი ფეხის ტერფი, მათ შორის სახსარი, რომელიც ტერფსა და წვივს შორის მდებარეობს.

التصنيفات

პატარა განბანვის ფორმა