إعدادات العرض
როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯუნუბისგან დიდ განბანვას აკეთებდა, ჯერ იბანდა ხელებს, შემდეგ…
როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯუნუბისგან დიდ განბანვას აკეთებდა, ჯერ იბანდა ხელებს, შემდეგ იღებდა მცირე განბანვას (აბდესს), როგორც ლოცვისთვის, შემდეგ დაიბანდა მთლიან სხეულს
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯუნუბისგან დიდ განბანვას აკეთებდა, ჯერ იბანდა ხელებს, შემდეგ იღებდა მცირე განბანვას (აბდესს), როგორც ლოცვისთვის, შემდეგ დაიბანდა მთლიან სხეულს, შემდეგ თმებს შორის თითებს ატარებდა მანამ, სანამ თმების ძირები კარგად არ დასველდებოდა და გადაისხამდა წყალს სამჯერ, შემდეგ იბანდა სხეულს მთლიანად. აიშამ თქვა: მე და შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთი ქვაბიდან ვიბანდით და ორივე მისგან ვისხამდით წყალს».
الترجمة
العربية Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Türkçe اردو 中文 हिन्दी Português Kurdî Kiswahili සිංහල Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá ئۇيغۇرچە Tiếng Việt Hausa ไทย پښتو অসমীয়া دری Кыргызча or नेपाली Malagasy Kinyarwanda తెలుగు Lietuvių Oromoo Română മലയാളം Nederlands Soomaali Српски Українська Deutsch ಕನ್ನಡ Wolof Moore Shqip Azərbaycan Magyar বাংলাالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა დაბანვას გადაწყვეტდა, პირველი ხელების დაბანით იწყებდა. შემდეგ იღებდა აბდესს ისე, როგორც ლოცვისთვის იღებდა, შემდეგ გადაისხამდა წყალს სხეულზე, შემდეგ ატარებდა თითებს თმებს შორის, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ თმის ძირები და თავის კანი კარგად დაასველა წყალმა, შემდეგ გადაისხამდა წყალს თავზე სამჯერ და შემდეგ იბანდა სხეულის დარჩენილ ნაწილს. აიშამ თქვა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): მე და შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთ ჭურჭრლიდან ვიბანდით და წყალსაც ერთ ჭურჭლიდან ვისხამდით.فوائد الحديث
დიდი განბანა (ღუსლი) ორი სახისაა: საკმარისი (მუჯზი) და სრულყოფილი (ქაამილ). საკმარისი ღუსლი ნიშნავს, რომ ადამიანი განიზრახავს განწმენდის მიღწევას, შემდეგ მთლიანად იბანს თავის სხეულს წყლით, რაცა ასევე მოიცავს პირის გამოვლებასა და ცხვირის გაწმენდას. სრულყოფილი ღუსლი სრულდება ისე, როგორც აღწერილია ზემოთ მოყვანილ ჰადისში, სადაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს ღუსლის შესრულების პროცესს.
ტერმინი „ჯანაბა“ გამოიყენება ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც გამოყო თესლი (სპერმა) ან სქესობრივ კავშირში შევიდა, თუნდაც გამოყოფა არ მომხდარიყო.
ცოლ-ქმრისთვის ნებადართულია ერთმანეთის აკრძალულ ადგილებზე შეხედვა და ერთი ჭურჭლიდან წყლის გამოყენებით ბანაობა.
التصنيفات
დიდი განბანვა