ჭეშმარიტად, თქვენ გაჰყვებით თქვენამდე მყოფთა გზას მტკაველ მტკაველამდე და მკლავიდან მკლავამდე

ჭეშმარიტად, თქვენ გაჰყვებით თქვენამდე მყოფთა გზას მტკაველ მტკაველამდე და მკლავიდან მკლავამდე

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჭეშმარიტად, თქვენ გაჰყვებით თქვენამდე მყოფთა გზას მტკაველ მტკაველამდე და მკლავიდან მკლავამდე, ისე, რომ თუკი ისინი შევიდოდნენ ხვლიკის ხვრელში, თქვენც მათ გაჰყვებოდით». ვკითხეთ: "ო, ალლაჰის შუამავალო, იუდეველებს და ქრისტიანებს გულისხმობ?" მან თქვა: «აბა, სხვა ვინ?»

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, თუ როგორო იქნება მისი უმმეთის ზოგიერთი წევრის მდგომარეობა მისი დროის შემდეგ. ისინი ზუსტად მიჰყვებიან იუდეველებისა და ქრისტიანების გზას მათ რწმენებში, ქმედებებში, ჩვევებსა და ტრადიციებში, ისე დეტალურად და ზუსტად, როგორც მტკაველი მტკაველში და მკლავი მკლავში, ისე რომ თუკი ისინი შევიდოდნენ ხვლიკის ხვრელში, ეს ხალხიც მათ მიჰყვებოდა.

فوائد الحديث

ეს არის მისი წინასწარმეტყველობის ერთ-ერთი ნიშანი, რადგან მან ამის შესახებ წინასწარ გვამცნო, და ეს მოხდა ზუსტად ისე, როგორც მან თქვა.

მუსლიმებს ეკრძალებათ მიბაძონ ურწმუნოებს მათ რწმენებში, თაყვანისცემაში, დღესასწაულებში ან მათთვის დამახასიათებელ ჩაცმულობაში.

აბსტრაქტული საკითხების განმარტება ხილული მაგალითებით არის სწავლების ერთ-ერთი მეთოდი ისლამში.

ხვლიკი: არის ცხოველი, რომლის ხვრელი უკიდურესად ბნელია და სუნით უსიამოვნო. იგი ქვეწარმავალთა რიგს მიეკუთვნება და ძირითადად უდაბნოებში გვხვდება. ხვრელის ხსენება აქ განსაკუთრებული მიზეზითაა: მისი უკიდურესი სივიწროვე და ცუდი მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, ისინი — რადგან მიჰყვებიან მათ კვალს და გზებს — თუნდაც ასეთ ვიწრო და ცუდ მდგომარეობაში შევიდოდნენ, მათი მიმბაძველებიც იგივეს გააკეთებდნენ! და ალლაჰია დამხმარე.

التصنيفات

აკრძალული დამსგავსება