ზედა ხელი უკეთესია ქვედა ხელზე

ზედა ხელი უკეთესია ქვედა ხელზე

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვადა მშვიდობა მას) მიმბარზე ყოფნისას ახსენა სადაყა, თავმდაბლობა და მოთხოვნა და თქვა: «ზედა ხელი უკეთესია ქვედა ხელზე, ზედა ხელი – ეს არის ის, ვინც გასცემს, ხოლო ქვედა ხელი – ის, ვინც ითხოვს».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმბარზე ქადაგების დროს ახსენა საქველმოქმედო შესაწირი და თავის შეკავება თხოვნისგან; შემდეგ თქვა: ზედა ხელი უკეთესია ქვედა ხელზე, შემდეგ თქვა: ზედა ხელი, რომელიც ხარჯავს და გასცემს, ალლაჰისთვის უკეთესი და უფრო საყვარელია, ვიდრე ქვედა ხელი, რომელიც ითხოვს.

فوائد الحديث

ამ ჰადისში ხაზგასმულია ქველმოქმედებისა და სიკეთისთვის ხარჯვის სიკეთე და ასევე მათხოვრობის უარყოფითი მხარე.

ამ ჰადისში მოცემულია მოწოდება თხოვნისგან თავშეკავებისა და ხალხზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებისკენ, ასევე დიდი ღირსებებისკენ სწრაფვა და მდაბალი საქმეების მიტოვება. უზენაეს ალლაჰი უყვარს მაღალი ღირსებები და კეთილშობილება.

ხელები ოთხია, და მათი სიკეთე შემდეგნაირადაა განლაგებული: ყველაზე მაღალი და უმჯობესია – ის, ვინც ხარჯავს და გასცემს,

მეორე ადგილზეა – ის, ვინც არ ითხოვს და თავშეკავებულია,

მესამე ადგილზეა – ის, ვინც იღებს, მაგრამ თავად არ ითხოვს,

ყველაზე დაბლა დგას – ის, ვინც ითხოვს.

التصنيفات

ნებაყოფლობით მოწყალების გაცემა, ხარჯები