إعدادات العرض
ჭეშმარიტად, ალლაჰმა ჩაწერა კეთილი და ბოროტი საქმენი და შემდეგ ეს განმარტა: ვინც გადაწყვეტს კეთილი საქმის…
ჭეშმარიტად, ალლაჰმა ჩაწერა კეთილი და ბოროტი საქმენი და შემდეგ ეს განმარტა: ვინც გადაწყვეტს კეთილი საქმის კეთებას, მაგრამ არ გააკეთებს მას, ალლაჰი მას მაინც ჩაუთვლის სრულ კეთილ საქმეს. ხოლო თუ ადამიანი გადაწყვეტს კეთილი საქმის გაკეთებას და შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის ათიდან შვიდასამდე და კიდევ ბევრად მეტ კეთილ საქმეს. ვინც გადაწყვეტს ბოროტი საქმის გაკეთებას, მაგრამ არ შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის სრულ კეთილ საქმეს. ხოლო თუ ის გადაწყვეტს ბოროტი საქმის გაკეთებას და შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის მხოლოდ ერთ ბოროტ საქმეს
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თავის ყოვლისშემძლე და დიადი ღმერთისგან გადმოსცემს: "ჭეშმარიტად, ალლაჰმა ჩაწერა კეთილი და ბოროტი საქმენი და შემდეგ ეს განმარტა: ვინც გადაწყვეტს კეთილი საქმის კეთებას, მაგრამ არ გააკეთებს მას, ალლაჰი მას მაინც ჩაუთვლის სრულ კეთილ საქმეს. ხოლო თუ ადამიანი გადაწყვეტს კეთილი საქმის გაკეთებას და შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის ათიდან შვიდასამდე და კიდევ ბევრად მეტ კეთილ საქმეს. ვინც გადაწყვეტს ბოროტი საქმის გაკეთებას, მაგრამ არ შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის სრულ კეთილ საქმეს. ხოლო თუ ის გადაწყვეტს ბოროტი საქმის გაკეთებას და შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის მხოლოდ ერთ ბოროტ საქმეს".
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Bahasa Indonesia Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Français Tiếng Việt Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ Русский Deutsch 日本語 پښتو অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල ไทย دری Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски тоҷикӣ O‘zbek Moore नेपाली Oromoo Wolof Soomaali Български Українська Azərbaycan bm lnالشرح
მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განმარტავს, რომ ალლაჰმა წინასწარ განსაზღვრა კარგი და ცუდი ქმედებები, შემდეგ კი მან გააცნო ეს ორ ანგელოზს და ასწავლა, როგორ უნდა ჩაეწერათ ეს ქმედებები. ვისაც სურს, აპირებს და გადაწყვეტს კეთილი საქმის გაკეთებას, მას ჩაეწერება ჯილდო ერთი კეთილი საქმისთვის, თუნდაც ის არ შეასრულოს. ხოლო თუ შეასრულებს, მისი ჯილდო გაიზრდება ათიდან შვიდასამდე, ან კიდევ უფრო მეტად. ჯილდოს გაზრდა დამოკიდებულია გულწრფელობაზე შესრულებული კეთილი საქმის მიმართ, რამდენად დიდია მის მიერ შესრულებული საქმის სარგებელი და სხვა ფაქტორების მიხედვით. ვისაც სურს, აპირებს და გადაწყვეტს ბოროტი საქმის გაკეთებას, მაგრამ შემდეგ ალლაჰის გულისთვის უარს იტყვის მის შესრულებაზე, მას ჩაეწერება ეს როგორც ერთი კარგი საქმე. თუ ის უბრალოდ სხვა რამეზე გადაიტანს ფიქრს და შეწყვეტს საქმის დაწყების მიზეზებს, მას არაფერი ჩაეწერება. ხოლო თუ ბოროტი საქმის შესრულებას შეწყვეტს უუნარობის გამო, მას ჩაეწერება მისი განზრახვის მიხედვით. თუ ის მაინც შეასრულებს ბოროტ საქმეს, მას ჩაეწერება ერთი ბოროტი საქმე.فوائد الحديث
ჰადისი განმარტავს ალლაჰის უდიდეს მოწყალებას ამ უმმათის (მუსლიმთა საზოგადოების) მიმართ. ეს მოწყალება იმაში მდგომარეობს, რომ კეთილი საქმეები ალლაჰის წინაშე მრავლდება და მათზე მრავალი ჯილდო ჩაიწერება, მაშინ როცა ცუდი საქმეები არ მრავლდება და ჩაიწერება მხოლოდ ერთი ცუდი საქმე.
განზრახვის მნიშნვნელობა და მისი გავლენა საქმეების შესრულებისას.
უზენაესი და ყოვლისშემძლე ალლაჰის გულუხვობა, სიკეთე და მოწყალება. თუ ვინმე განიზრახავს კეთილი საქმის შესრულებას, მაგრამ ვერ მოახერხებს მის შესრულებას, ალლაჰი მაინც ჩაუთვლის მას ამ საქმეს, როგორც ერთ სრულყოფილ კეთილ საქმეს.
التصنيفات
თავჰიდი ასმა ვა სიფათ