إعدادات العرض
მე დავესწარი ბაირამის ლოცვას უმარ ბინ ალ-ხატტაბთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და მან თქვა: ეს ორი დღეა, რომელის…
მე დავესწარი ბაირამის ლოცვას უმარ ბინ ალ-ხატტაბთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და მან თქვა: ეს ორი დღეა, რომელის მარხვით გატარება აკრძალა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): მარხვის დასრულების ანუ ბაირამის დღე, მორე დღე კი მსხვერპლშეწირვის დღე, როცა თქვენს დაკლულს მიირთმევთ
აბუ 'უბაიდ იბნ აზჰარის გათავისუფლებული მონა გადმოსცემს: «მე დავესწარი ბაირამის ლოცვას უმარ ბინ ალ-ხატტაბთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და მან თქვა: ეს ორი დღეა, რომელის მარხვით გატარება აკრძალა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): მარხვის დასრულების ანუ ბაირამის დღე, მორე დღე კი მსხვერპლშეწირვის დღე, როცა თქვენს დაკლულს მიირთმევთ».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog اردو 中文 हिन्दी ئۇيغۇرچە Hausa Português Kurdî සිංහල Kiswahili Tiếng Việt অসমীয়া ગુજરાતી Nederlands አማርኛ മലയാളം ไทย Română Magyarالشرح
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ალ-ფიტრის (რამადანის) და ალ-ადჰა (მსხვერპლშეწირვის) დღესასწაულებზე მარხვა აკრძალა; ალ-ფიტრის დღესასწაული არის რამადანის თვის მარხვის დასრულების შემდეგი დღესასწაული, ხოლო ალ-ადჰას დრესასწაული არის მსხვერპლშეწირვის დღესასწაული (ყურბან ბაირამი).فوائد الحديث
აკრძალულია რამადანის და მსხვერპლშეწირვის დღესასწაულებზე მარხვა, და ასევე ალ-თაშრიყის (ზულ ჰიჯჯას თვის 11, 12, 13 რიცხვი) დღეებში მარხვა; რადგან ეს დღეები მსხვერპლშეწირვის დღებიის თანმდევია, გარდა იმისა, ვისაც არ შეუძლია მსხვერპლის შეწირვა - მას შეუძლია იმარხოს ამ დღეებში.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «ითქვა: რომ ორივე დღის აღწერის სარგებლიანობა იმაში მდგომარეობს, რომ მიუთითოს მარხვის დარღვევის ვალდებულების მიზეზზე. პირველი – მარხვისგან გამიჯვნის და მისი სრულყოფილი სახით გამოჩენის მიზნით, რაც გამოიხატება იმით, რომ მის შემდეგ დღეებში აღარ იმარხულებენ. მეორე – ყურბანის თაყვანისცემისთვის, რომელიც ყურბნის დაკვლით სრულდება, რათა მასში ადამიანმა თავად მიიღოს მონაწილეობა და მისგან ჭამოს.
მოსაწონია, რომ მქადაგებელმა ქადაგებაში ახსენოს იმ დროისთვის შესაბამისი ფიყჰის საკითხები და გაითვალისწინოს მოვლენებისა და სიტუაციების შესაფერისი თემები.
ნებადართულია შეწირული მსხვერპლის ხორცის მირთმევა.
التصنيفات
რა ეკრძალება მარხულს