إعدادات العرض
ო ადამიანებო, მოინანიეთ ალლაჰის წინაშე, ჭეშმარიტად, მე მის წინაშე დღეში ასჯერ ვინანიებ
ო ადამიანებო, მოინანიეთ ალლაჰის წინაშე, ჭეშმარიტად, მე მის წინაშე დღეში ასჯერ ვინანიებ
გადმოცემულია ალ-აღარრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელიც იყო ერთ-ერთი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბებიდან, მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო ადამიანებო, მოინანიეთ ალლაჰის წინაშე, ჭეშმარიტად, მე მის წინაშე დღეში ასჯერ ვინანიებ».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español Bahasa Indonesia Türkçe اردو 中文 हिन्दी Français Kurdî Português සිංහල Русский Kiswahili Tiếng Việt অসমীয়া ગુજરાતી Hausa Nederlands አማርኛ മലയാളം ไทย Română Magyarالشرح
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანებს ხალხს, რომ ხშირად მოინანიონ და სთხოვონ პატიება ღმერთს, ამავდროს ის ამბობს, რომ დღის განმავლობაში ის ასზე მეტჯერ ინანიებს და სთხოვს პატიებას ღმერთს. ჭეშმარიტად, მას მიეტევა ყველა ცოდვა რაც წარსულში იყო და რაც მომავალში იქნება, ეს იმიტომ, რომ მისი თავმდაბლობა და თაყვანისცემა უზენაესი ალლაჰის მიმართ იყო სრულყოფილი.فوائد الحديث
ნებისმიერმა ადამიანმა რა მდგომარეობას და საფეხურსაც არ უნდა მიაღწიოს რწმენაში, მას მაინც სჭირდება ყოვლადუნაკლო და უზენაეს ალლაჰთან დაბრუნება, და საკუთარი თავის სრულყოფა მონანიებით, რადგან არცერთი ადამიანი არ არის დაცული, რომ მან ყოვლადუნაკლო და უზენაესი ალლაჰის ღვთისმსახურება და მის წინაშე უფლებები პირნათლად მოიხადოს: {და მოინანიეთ ალლაჰის წინაშე ყველამ ერთად, ო მორწმუნენო!}.
მონანიება არის ზოგადი, სულერთია აკრძალული ქმედებების ჩადენის ან ცოდვების გამო, ან კიდევ სავალდებულო ქმედებებში შეტანილი ნაკლოვანენენის გამო.
მონანიების დროს გულწრფელობა არის პირობა, რომ მონანიება მიღებული იქნას, ვინც მიატოვებს ცოდვას ალლაჰის გარდა სხვა ვინმესთვის, ის არ ითვლება მომნანიებლად.
ან-ნავავი ამბობს: «მონანიებას სამი პირობა აქვს: პირველ რიგში, საჭიროა ცოდვის მიტოვება, შემდეგ – ჩადენილის გამო გულწრფელი სინანული და ბოლოს – მტკიცე გადაწყვეტილება, რომ აღარ დაუბრუნდება მას მომავალში. თუ კი ცოდვა დაკავშირებულია სხვა ადამიანთან, მაშინ არსებობს მეოთხე პირობაც: საჭიროა მიყენებული ზიანის ან უსამართლობის გამოსწორება და მისი პატიების მიღწევა».
უნდა აღინიშნოს, რომ ის ფაქტი, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ალლაჰს პატიებას სთხოვდა, არ ნიშნავს იმას, რომ მას რაიმე ცოდვები ჰქონდა. ეს განპირობებული იყო მისი სრულყოფილი მორჩილებით ალლაჰის მიმართ, მისი გულწრფელი მიჯაჭვულობით უზენაესი ალლაჰის ხსენებასა და მისი აღმატებულების გაცნობიერებით. ასევე, ეს იყო იმის გამო, რომ ალლაჰის მონა ყოველთვის ვერ ახერხებს საკმარის მადლიერებას და მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სურდა, რომ ეს თავისი უმმათისთვის ესწავლებინა, გარდა სხვა მიზეზებისა.