إعدادات العرض
იცით, რა არის ჭორაობა?» თქვეს: ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იცის. მან თქვა: «ეს არის საუბარი შენი ძმის შესახებ…
იცით, რა არის ჭორაობა?» თქვეს: ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იცის. მან თქვა: «ეს არის საუბარი შენი ძმის შესახებ ისეთ რამეზე, რაც მას არ მოეწონებოდა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იცით, რა არის ჭორაობა?» თქვეს: ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იცის. მან თქვა: «ეს არის საუბარი შენი ძმის შესახებ ისეთ რამეზე, რაც მას არ მოეწონებოდა». ვიღაცამ იკითხა: "თუ ის, რასაც ვამბობ, სიმართლეა?» თქვა: «თუ რასაც ამბობ, სიმართლეა, ეს არის ღიიბათი(ზურგს უკან ლაპარაკი). ხოლო თუ ტყუილია, ეს არის ცილისწამება».
الترجمة
العربية বাংলা Bosanski English Español فارسی Français Bahasa Indonesia Русский Tagalog Türkçe اردو 中文 हिन्दी Kurdî Hausa Português മലയാളം తెలుగు Kiswahili தமிழ் မြန်မာ Deutsch 日本語 پښتو Tiếng Việt অসমীয়া Shqip Svenska Čeština ગુજરાતી አማርኛ Yorùbá Nederlands ئۇيغۇرچە සිංහල ไทย دری Fulfulde Magyar Italiano ಕನ್ನಡ Кыргызча Lietuvių or Română Kinyarwanda Српски O‘zbek Moore नेपाली тоҷикӣ Oromoo Wolof Soomaali Malagasy Български Українська Azərbaycanالشرح
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა აკრძალული ზურგს უკან ლაპარაკის ნამდვილი არსი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადგილზე არმყოფ მუსლიმზე საუბრობენ ნეგატიურ კონტექსტში, რაც მას არ მოეწონებოდა, იქნება ეს მისი გარეგნული თვისებები თუ შინაგანი მახასიათებლები. მაგალითად: უწოდო მას «ბრმა», «თაღლითი» ან «მატყუარა“ და ა.შ., ისევე როგორც სხვა უარყოფითი აღწერილობების გამოყენება, თუნდაც ეს თვისება მას ჰქონდეს. თუ ადამიანი ადგილზე არარსებულ მუსლიმს მიაწერს ისეთ თვისებებს, რომლებიც მას არ გააჩნია, ეს არის კიდევ უფრო მძიმე ცოდვა, ვიდრე მასზე ზურგს უკან ცუდი საუბარი. ამგვარი ცოდვას „ბუჰთაან“-ი ეწოდება, რაც ნიშნავს ცილისწამებას, ანუ ადამიანის შესახებ ისეთი თვისებების გავრცელებას, რაც მას არ გააჩნია.فوائد الحديث
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სწავლების მშვენიერი მეთოდი, რომელსაც ის იყენებს კითხვა-პასუხის ფორმატში.
საჰაბების საუკეთესო ზნეობა, როცა ისინი ამბობენ: ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთესად იცის.
მკითხველმა უნდა თქვას იმ საკითხზე რაც მან არ იცის: ალლაჰმა უკეთ იცის.
შარიათი იცავს საზოგადოებას, უზრუნველყოფს სტაბილურობას და იცავს უფლებებსა და ძმობას მის წევრებს შორის.
სხვაზე ზურგს უკან ცუდი ლაპარაკი(ღიიბათი)აკრძალულია, გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც ის კეთილ მიზნებს ემსახურება. ასეთ შემთხვევებში ხდება უსამართლობის აღკვეთა, როდესაც ჩაგრულ ადამიანს შეუძლია მოუყვეს, თუ ვინ ჩაგრავს მას, იმას, ვისაც შეუძლია მისი უფლებების აღდგენა. მაგალითად, მას შეუძლია თქვას: „ამა თუ იმ ადამიანმა უსამართლობა გამიკეთა“ ან „მან ეს და ეს გააკეთა ჩემს მიმართ“. ასევე, ასეთი გამონაკლისებია კონსულტაციები ქორწინების, პარტნიორობის, მეზობლობისა და სხვა საკითხებში.
التصنيفات
საუბრის და გაჩუმების ეთიკა