ჭეშმარიტად, ალლაჰი არ სჯის ჩემი თემის წევრებს იმ [ცოდვების] გამო, რაც მათი სული უჩურჩულებს მათ, სანამ ისინი არ…

ჭეშმარიტად, ალლაჰი არ სჯის ჩემი თემის წევრებს იმ [ცოდვების] გამო, რაც მათი სული უჩურჩულებს მათ, სანამ ისინი არ ჩაიდენენ ან არ იტყვიან იმას, რისკენაც ის უბიძგებს მათ

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი არ სჯის ჩემი თემის წევრებს იმ [ცოდვების] გამო, რაც მათი სული უჩურჩულებს მათ, სანამ ისინი არ ჩაიდენენ ან არ იტყვიან იმას, რისკენაც ის უბიძგებს მათ».

[სანდო (საჰიჰ)] [შეთანხმებული]

الشرح

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყებს, რომ მუსლიმი არ დაისჯება გულში გაჩენილი ცუდი ფიქრების გამო, თუ მათ არ განახორციელებს ან არ წარმოთქვამს სიტყვებით. ალლაჰმა მოხსნა ეს სირთულე და აპატია, და არ დასჯის მუჰამედის უმმათს იმაზე, რაც უბრალოდ გაიფიქრა ან გულში გაივლო, თუ ეს არ დამკვიდრდა და არ მოიპოვა სიმშვიდე მის გულში. თუმცა, თუ გულში დამკვიდრდა, მაგალითად, ქედმაღლობა, ამპარტავნება ან ფარისევლობა, ან თუ მან იმოქმედა თავისი კიდურებით ან თქვა ეს სიტყვებით, მაშინ იგი დაისჯება ამის გამო.

فوائد الحديث

უზენაესმა აპატია და შეიწყალა იმ ფიქრებისა და შეშფოთებების გამო, რომლებიც ადამიანს გულში გაუჩნდება, თავის თავს ფიქრებში ეტყვის ან მის გონებაში გაივლის.

თუ ადამიანი ფიქრობს განქორწინებაზე და ეს მხოლოდ მის გონებაში გაივლის, მაგრამ იგი არ გამოხატავს ამას სიტყვებით ან წერილობით, ეს განქორწინებად არ ჩაითვლება.

რამდენად ცუდი აზრები და ცდუნებებიც არ უნდა გაუჩნდეს ადამიანს, იგი არ დაისჯება მათთვის, სანამ ეს აზრები მის გულში არ განმტკიცდება და არ განხორციელდება სიტყვებით ან მოქმედებებით.

მუჰამედის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უმმათის დიდი ღირსება გამოიხატება იმაში, რომ მას განსაკუთრებულად მიენიჭა პატიება გულში ფიქრის გამო, რაც განსხვავდება წინათ არსებული ხალხისგან.

التصنيفات

განქორწინების სიტყვები