إعدادات العرض
შორს იყავით ამ სიბინძურისგან, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, ვისაც ჰქონდა გადაცდომა, მან დაფაროს შეცდომა, როგორც…
შორს იყავით ამ სიბინძურისგან, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, ვისაც ჰქონდა გადაცდომა, მან დაფაროს შეცდომა, როგორც ალლაჰმა დაუფარა, და მოინანიოს ალლაჰის წინაშე, ჭეშმარიტად, ვინც აღიარებს ჩვენთან მის ცოდვას, ჩვენ მას დავსჯით უზენაესი ალლაჰის წიგნის მიხედვით
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც დაამთავრა ალ-ასლამის ტომიდან ერთ-ერთი კაცის ქვებით ჩაქოლვა, წამოდგა და თქვა: «შორს იყავით ამ სიბინძურისგან, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, ვისაც ჰქონდა გადაცდომა, მან დაფაროს შეცდომა, როგორც ალლაჰმა დაუფარა, და მოინანიოს ალლაჰის წინაშე, ჭეშმარიტად, ვინც აღიარებს ჩვენთან მის ცოდვას, ჩვენ მას დავსჯით უზენაესი ალლაჰის წიგნის მიხედვით».
الترجمة
العربية Bosanski English فارسی Français Русский हिन्दी 中文 ئۇيغۇرچە Bahasa Indonesia اردو Kurdî Tiếng Việt Nederlands Kiswahili অসমীয়া ગુજરાતી සිංහල Magyar Hausa Română Mooreالشرح
იბნ უმარმა(ალლაჰი იყოს მათით კმაკოფილი) გადმოსცა, რომ იმის შემდეგ, რაც მრუშობის გულისთვის ქვებით ჩაქოლილი იქნა მაა'იზ ბინ მალიქ ალ-ასლამი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წამოდგა და ხალხს მიმართა: განერიდეთ ამ სიბინძურეს, ალლაჰის მიერ აკრძალულ ცოდვებს, ამაზრზენს და საზიზღარს, ვინც ჩავარდება ამ ცოდვაში და ჩაიდენს მისგან რაიმეს, მასზე ორი რამ არის აუცილებელი: პირველი: მან უნდა დაფაროს თავისი ცოდვები, როგორც ალლაჰმა დაუფარა მას და სააშკარაოზე არ უნდა გამოიტანოს. მეორე: მალევე უნდა მოინანიოს ალლაჰის წინაშე და არ უნდა გააგრძელოს იგივე ცოდვის ჩადენა, ვისი ცოდვაც ჩვენთის გამოაშკარავდება, ჩვენ მას დავსჯით უზენაესი ალლაჰის წიგნის კანონის მიხედვით იმ ცოდვისთვის, რომელიც ჩაიდინა.فوائد الحديث
წახალისება იმისკენ, რომ ცოდვილმა უნდა დაფაროს მისი ცოდვები (სააშკარაოზე არ უნდა გამოიტანოს), და უნდა მოინანიოს იმ ცოდვებზე, რომელიც მასა და მის ღმერთს შორის არის.
თუ ცოდვა აშკარა გახდა და მის შესახებ მმართველამდე მივიდა, მაშინ განსაზღვრული სასჯელები (ჰადდ) უნდა აღსრულდეს.
აუცილებელია ცოდვებისგან შორს ყოფნა და მათი მონანიება.
التصنيفات
მონანიება