ყველა მუსლიმისთვის, რომელიც სავალდებულო ლოცვის დადგომის დროს სწორად განახორციელებს განბანვას, ლოცვის დროს…

ყველა მუსლიმისთვის, რომელიც სავალდებულო ლოცვის დადგომის დროს სწორად განახორციელებს განბანვას, ლოცვის დროს დაიცავს სათანადო თავმდაბლობას და სწორად შეასრულებს ყველა მუხლს, [ეს ლოცვა] აუცილებლად იქნება მანამდე ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვა, თუ მათ შორის არ ყოფილა რაიმე მძიმე ცოდვა, და ასე იქნება ყოველთვის

უსმანმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ყველა მუსლიმისთვის, რომელიც სავალდებულო ლოცვის დადგომის დროს სწორად განახორციელებს განბანვას, ლოცვის დროს დაიცავს სათანადო თავმდაბლობას და სწორად შეასრულებს ყველა მუხლს, [ეს ლოცვა] აუცილებლად იქნება მანამდე ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვა, თუ მათ შორის არ ყოფილა რაიმე მძიმე ცოდვა, და ასე იქნება ყოველთვის".

[სანდო (საჰიჰ)] [გადმოსცა მუსლიმმა]

الشرح

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ არ არსებობს მუსლიმი, რომელსაც- სავალდებულო ლოცვის დრო მოუვა, თუ ის ლოცვისთვის განბანვას სრულყოფილად შეასრულებს და გულმოდგინედ მოემზადება. ლოცვის დროს მისი გული და სხეულის ყველა ნაწილი ალლაჰის მიმართ კონცენტრირებული და მისი სიდიადის განცდით აღსავსე იქნება, ლოცვის მოქმედებებს, როგორიცაა რუქუ'ი, სეჯდა და სხვა, სრულყოფილად შეასრულებს, -არ ეპატიოს მას მისი წარსული ცოდვების, თუ არ აქვს ჩადენილი დიდი ცოდვები. ეს სიკეთე გრძელდება ყველა დროში და თითოეული ლოცვის დროს.

فوائد الحديث

ლოცვა, რომელიც გამოისყიდის ცოდვებს, არის ის, რომლისთვისაც ალლაჰის მონამ სწორად განახორციელა მცირე განბანვა (ვუდუ) და ლოცვა შეასრულა თავმდაბლობითა და გულწრფელობით, მხოლოდ ყოვლისშემძლე ალლაჰისათვის.

მუდმივი ღვთის მსახურების შესრულების სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მცირე ცოდვათა მიტევების მიზეზი ხდება.

აბდესის სრულყოფილად შესრულების სიკეთე, ლოცვის სრულყოფილი შესრულებისა და მასში თავმდაბლობის გამოჩენა.

მნიშვნელოვანია დიდი ცოდვებისგან თავის არიდება, რათა მცირე ცოდვები იქნას მიტევებული.

დიდი ცოდვები არ მიეტევება, მონანიების გარეშე.

التصنيفات

ლოცვის სიკეთე